მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მეორე ნეშტთა
თავი 32

1და შემდგომად სიტყუათა მათ და ჭეშმარიტებისა ამის მოვიდა სენაქირიმ, მეფე ასურეთისა, მოიწია ჰურიასტანად და დაესხა ქალაქსა მას მოზღუდვილსა და იტყოდა დაპყრობად მათდა.

2და იხილა ეზეკია, რამეთუ მოვალს სენაქირიმ და პირი მისი მოუქცევიეს ბრძოლად იერუსალჱმდ.

3და ზრახვა-ყო მოხუცებულთა თანა მისთა ძლიერთა, და-რათა-ყუნენ წყარონი იგი წყალთანი, რომელნი იყუნეს გარეშე ქალაქსა, და დაყუნეს იგინი.

4და განძლიერდეს მთავარნი იგი და დაყუნეს წყალნი იგი წყაროთანი და მდინარე იგი, რომელი განიყოფოდა შორის ქალაქსა და თქუა: ნუუკუე მოვიდეს მეფე ასურთა და პოოს წყალი ფრიად და განძლიერდეს.

5და განძლიერდა ეზეკია და აღაშენა ყოველი ზღუდე დარღუეული და გოდლები და გარეშე ზღუდისზღუდე სხუა, და განამტკიცა აღსავალი იგი ქალაქისა დავითისი და მომზადა საჭურველი მრავალი.

6და დაადგინნა მთავარნი ბრძოლისანი ერსა ზედა, და შეკრბეს მისა უბანსა ზედა ბჭისა მის ჴევისასა, და ეტყოდა ყურთა მიმართ მათთა და თქუა:

7განძლიერდით და მჴნე იყვენით, ნუ გეშინინ პირისაგან მეფისა ასურეთისა, და პირისაგან ნათესავთასა, რომელნი არიან მის თანა, რამეთუ ჩუენ თანა უმრავლეს არიან ვიდრე მათ თანა.

8მათ თანა მკლავნი ჴორციელნი, ხოლო ჩუენ თანა უფალი ღმერთი ჩუენი ცხორებად ჩუენდა და ბრძოლად ბრძოლასა ჩუენსა და ნუგეშინის-იცა ერმან მან სიტყუასა მას ზედა ეზეკიასასა, მეფისა იუდისასა.

9და ამისა შემდგომად მოავლინნა სენაქირიმ, მეფემან ასურეთისამან, მონანი თჳსნი იერუსალჱმდ და იგი თავადი იყო ლაქისს და ყოველი ერი მისი მის თანა. მოავლინა ეზეკიასა, მეფისა იუდისასა და ყოვლისა იუდისასა, რომელნი იყუნეს იერუსალჱმს და ჰრქუეს:

10ესრეთ იტყჳს სენაქირიმ, მეფე ასურთა: ვის ესავთ თქუენ და სხედხართ მაგრად მოზღუდვილსა იერუსალიმს?

11ანუ ეზეკიელ გაცთუნებს თქუენ, რათა მიეცნეთ თქუენ სიკუდილსა და სიყმილსა და წყურვილსა და გეტყჳს: უფალმან ღმერთმან თქუენმან გიჴსნნეს თქუენ ჴელისაგან მეფისა ასურეთისა?

12არა ეგე არს ეზეკია, რომელმან მოსპნა საკურთხეველნი მისნი და მღდელნი მისნი, და ჰრქუა იუდასა და მკჳდრთა იერუსალჱმისათა და იტყჳს: წინაშე ამის საკურთხეველისასა თაყუანის-სცემდით და ამას ზედა შესწირვიდით?

13არა უწყითა, რაოდენი ვყავთ მე და მამათა ჩემთა ყოველთა ზედა ერთა სოფლებისათა? ნუუკუე შეუძლეს წარმართთა ყოვლისა ქუეყანისათა განრინებად ერი თჳსი ჴელთაგან ჩემთა?

14ვინ ამათ ღმერთთა ნათესავთაგანმან, რომელნი მოსრნეს მამათა ჩუენთა? ნუუკუე შეუძლეს განრინებად ერი თჳსი ჴელთაგან ჩუენთა და ვითარმე შეუძლოს ღმერთმან თქუენმან განრინებად თქუენდა ჴელთაგან ჩემთა?

15აწ ნუ გაცთუნებნ თქუენ ეზეკია და ნუ მოსავ-გიქმნ თქუენ ესრესახედ და ნუ გრწმენინ მისი, რამეთუ ვერ შემძლებელ არს ღმერთი ყოველთა ნათესავთა და მეფობათა განრინებად ერი თჳსი ჴელთაგან ჩემთა და ჴელთაგან მამათა ჩემთასა, ეგრევე ღმერთმან თქუენმან ვერ გიჴსნნეს თქუენ ჴელთა ჩემთაგან

16და მერმე იტყოდესვეღა მონანი მისნი უფლისა მიმართ ღმრთისა და ეზეკიას მიმართ, მონისა მისისა.

17და წიგნი მოწერა ყუედრებისა უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა და იტყოდა მისთჳს და თქუა: ვითარცა-იგი ღმერთთა წარმართთა ქუეყანისათა ვერ განარინნეს ერი თჳსი ჴელთაგან ჩემთა, ეგრეთ ვერ განარინოს ღმერთმან ეზეკიასმან ერი თჳსი ჴელთაგან ჩემთა.

18და ჴმა-ყო ჴმითა დიდითა ჰურიაებრ რაფსაკ ერისა მიმართ იერუსალჱმისა, რომელი იყო ზღუდესა ზედა, რათა შეეწივნენ მათ და დაარღჳონ იგი, რათამცა დაიპყრეს ქალაქი.

19და იტყოდა ღმრთისა მიმართ იერუსალჱმისა, ვითარცა ღმრთისა ერისა ქუეყანისა ქმნილსა ჴელითა კაცთასა.

20და ილოცვიდა ეზეკია მეფე და ესაია, ძე ამოსისი, წინაწარმეტყუელი ამათთჳს და ღაღად-ყვეს ცად მიმართ.

21და მოავლინა უფალმან ანგელოზი და შემუსრნა ყოველნი ძლიერნი, და მებრძოლნი, და მთავარნი, და ერისთავნი ბანაკსა შინა მეფისა ასურეთისასა და გარემიიქცია პირი თჳსი სირცხჳლით ქუეყანად თჳსა მეფემან ასურთამან და მოვიდა სახლსა ღმრთისა თჳსისასა და გამოსრულთა მუცლისა მისისაგან დასცეს იგი მახჳლითა

22და იჴსნა უფალმან ეზეკია და მკჳდრნი იერუსალჱმისანი ჴელისაგან სენაქერემისა, მეფისა ასურთასა, და ჴელისაგან ყოველთა მტერთასა და დაუმშჳდნა მას ყოველნი გარემონი.

23და მრავალნი მოართმიდეს ძღუენსა უფალსა იერუსალჱმდ და ნიჭსა ეზეკია მეფესა იუდისასა. და უმეტეს აღმაღლდა წინაშე თუალთა ყოველთა თესლთასა ამისა შემდგომად.

24მათ დღეთა შინა დასნეულდა ეზეკია ვიდრე სიკუდილადმდე და ილოცა უფლისა მიმართ და შეისმინა მისი და სასწაული მოსცა მას.

25და არა მოსაგებელისათჳს მისისა, რომელი მოსცა ღმერთმან ეზეკიას, მიაგო ეზეკია, არამედ აღმაღლდა გული მისი და იყო მის ზედა რისხვა და იუდასა ზედა და იერუსალჱმსა.

26და დამდაბლდა ეზეკია სიმაღლისაგან გულისა მისისა და მკჳდრნი იერუსალჱმისანი, ხოლო არა მოვიდა მათ ზედა რისხვა უფლისაჲ დღეთა ეზეკიასთა.

27და იყო ეზეკიასა სიმდიდრე და დიდებაჲ დიდი ფრიად და საუნჯენი ქმნა თავისა თჳსისა: ვეცხლისა, და ოქროსა, და ქვისა პატიოსნისა, და ნელსაცხებელთა, და საკუმეველთა, და საჭურველთა დასაკრებელი, და ჭურჭელი გულისსათქმელი.

28და ქალაქნი ნაყოფთათჳს იფქლისათა და ზეთისა და ღჳნისათა, და დაბნები, და ბაგანი ყოვლისათჳს საცხოვარისა, და ბაკები სამწყსოთათჳს.

29და ქალაქნი, რომელნი იშენნა თავისა თჳსისა, და განმზადა საცხოვრე და საძროხე დიდად ფრიად, რამეთუ მოსცა მათ უფალმან ხუასტაგი მრავალი ფრიად.

30ამან ეზეკია დაყო გამოსავალი წყლისა მის გესონისა ზემოსი და წარუმართა მას ქუემო ბღუარით ქალაქად კერძო დავითისა და წარემართა ეზეკიას ყოველსა შინა საქმესა მისსა.

31და ესრეთ მოციქულთა მათ მთავართა ბაბილოვნით, რომელნი მოივლინნეს მისა კითხვად მის მიერ ნიში, რომელი იქმნა ქუეყანასა ზედა და დაუტევა იგი უფალმან, რათა გამოსცადოს იგი და იცოდის გულისა მისისა.

32და ნეშტნი სიტყუანი ეზეკიასნი და წყალობათა მისთანი, აჰა, ესერა, წერილ არიან წინაწარმეტყუელებასა ესაიასა, ძისა ამონისასა, წინაწარმეტყუელთა და წიგნთა მეფეთა იუდასთა და ისრაჱლისათა.

33და დაიძინა ეზეკია მამათა მისთა თანა და დაფლეს იგი აღსავალსა მის საფლავისა ძეთა დავითისთასა, და დიდებაჲ და პატივი მისცეს მას სიკუდილსა მისსა ყოველმან იუდამან და მკჳდრთა იერუსალჱმისათა და მეფობდა მანასე, ძე მისი, მის წილ.


წინა თავი შემდეგი თავი