მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მეორე ნეშტთა
თავი 36

1და მოიყვანა ერმან ქუეყანისამან იოქაზ, ძე იოსიასი, და სცხეს მას მეფედ მამისა მისისა წილ იერუსალჱმსა.

2ძე ოცდასამისა წლისა იყო იოაქაზ მეფობასა მისსა, და სამ თვე მეფობდა იერუსალიმსა. და სახელი დედისა მისისა ამიტალ, ასული იერემიასი, ლობნათ. და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა, ყოვლისა მისებრ, რაოდენიცა ქმნეს მამათა მისთა.

3და შეკრა იგი ფარაო ნექაო დებლათას, ქუეყანასა ემათისასა, რათა არა მეფობდეს იგი იერუსალჱმსა და მის თანა წარიყვანა ეგჳპტედ და დასდვა ხარკი ქუეყანასა მას ასი ტალანტი ვეცხლისა და ერთი ტალანტი ოქროსა.

4და დაადგინა ფარაო ნექაო ელიაკიმ, ძე იოსიასი, მეფისა იუდასი, იოსიას წილ, მამისა მისისა, გარდაუცვალეს სახელი მისი იოაკიმ და იოაქაზ, ძმა მისი, წარიყვანა ფარაო ნექაო და შეიყვანა იგი ეგჳპტედ და მოკუდა იგი მუნ.

5და იყო ოცდახუთის წლისა იოაკიმ მეფობასა მისსა და ათერთმეტ წელ მეფობდა იერუსალჱმს და სახელი დედისა მისისა ზექორ, ასული ნერისი, არამათ. და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა, რაოდენ ქმნეს მამათა მისთა, და მოვიდა ნაბუქოდონოსორ, მეფე ბაბილონისა მის ქუეყანისა და ჰმონებდა მას იოაკიმ სამ წელ. და მერმე მოავლინა უფალმან მათ ზედა ქალდეველნი, და ავაზაკნი ასურეთისანი, და ავაზაკნი მოაბელთანი, და ძენი ამონისთანი, და სამარიასნი, და განდგეს სიტყჳთა მით, სიტყჳსაებრ უფლისა, ჴელითა მონათა მისთა წინაწარმეტყუელთათა. ხოლო გულისწყრომაჲ უფლისაჲ იყო იუდასა ზედა, რათა განიშოროს პირისა მისისაგან ცოდვათათჳს მანასესთა, რაცა ქმნა სისხლი უბრალო, რომელ დასთხია იოაკიმ და აღავსო სისხლითა იერუსალჱმი და არა ინება უფალმან აჴოცა მათი

6და აღმოვიდა მას ზედა ნაბუქოდონოსორ, მეფე ბაბილონისა, და შეკრა იგი რვალის ბორკილითა და წარიყვანა იგი ბაბილონად.

7და ნაწილნი ჭურჭელთანი სახლისა უფლისანი წარიღო ბაბილონად და დადვა იგი ტაძარსა თჳსსა შინა, რომელი იყო ბაბილონს.

8და ნეშტნი სიტყუათანი იოაკიმისნი და ყოველი რაოდენი ქმნა, აჰა, ესერა, წერილ არიან წიგნსა სიტყუათა მეფეთა იუდასთასა და ისრაჱლისთა. და დაიძინა იოაკიმ მამათა მისთა თანა და დაეფლა განოსს მამათა მისთა თანა და მეფობდა იექონია, ძე მისი, მის წილ.

9ათურამეტისა წლისა იყო იექონია მეფობასა მისსა, სამ თვე და ათ დღე მეფობდა იერუსალიმს და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა.

10და მოქცევასა მის წელიწდისასა მოავლინა ნაბუქოდონოსორ მეფემან და შეიყვანა იგი ბაბილონად ჭურჭელსა თანა და გულისსათქმელსა სახლსა უფლისასა, და მეფედ დაადგინა სედეკია, მამისძმა მისი, იუდასა ზედა და იერუსალჱმსა ზედა.

11და ოცდაერთისა წლისა იყო სედეკია, და ათერთმეტ წელ მეფობდა იერუსალჱმს.

12და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა ღმრთისა თჳსისა და არა შეიკდიმა პირისაგან იერემია წინაწარმეტყუელისა და სიტყუათა უფლისათა.

13და შეურაცხ-ყო ნაბუქოდონოსორ მეფე და გარდაჴდა ფიცსა, რომელ ეფუცა ღმერთი თჳსი, და განიფიცხა ქედი თჳსი და არა მოაქცია გული თჳსი უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა.

14და ყოველთა დიდებულთა იუდასთა, და მღდელთა, და ერმან ქუეყანისამან განამრავლეს უსჯულოებაჲ უსჯულოებათა საძაგელთა მათ ნათესავთა და შეაგინეს ტაძარი უფლისაჲ იერუსალჱმს.

15და გამოავლინა უფალმან ღმერთმან მამათა მათთამან ჴელითა წინაწარმეტყუელთა და მოუვლინა მოციქულნი თჳსნი, რამეთუ განწირა ერი თჳსი და სიწმიდე თჳსი.

16შეურაცხ-ყვეს წინაწარმეტყუელნი მისნი და ეკიცხევდენ სიტყუათა მისთა და ემღერდენ მათ, ვიდრე აღსტყდა გულისწყრომა უფლისაჲ ერსა ზედა მისსა, და არღარა იქმნეს შემდგომად საკურნებელ.

17და მოავლინა მათ ზედა მეფე ქალდეველთა და მოსწყჳდნა ჭაბუკნი მათნი მახჳლითა სახლსა შინა სიწმიდისა მათისათა და არა ერჩდა სედეკიას და ქალწულნი მათნი არა შეიწყნარნა, და მოხუცებულნი მათნი წარიყვანეს და უფალმან მისცა ჴელთა მათთა.

18და ყოველი ჭურჭელი სახლისა ღმრთისაჲ, დიდნი და მცირენი, ყოველნი საუნჯენი მეფისანი და მთავართანი წარიღო ბაბილონად.

19და მოწვა სახლი უფლისაჲ და დაარღჳა ზღუდე იერუსალჱმისა და ტაძრები მისი, რომელი იყო მათ შორის, დაწვა ცეცხლითა და ყოველნი ჭურჭელნი გულისსათქმელნი შეაგინა.

20და წარიტყუენა ნეშტნი ბაბილონად და იყუნეს მუნ მონად მისა და ძეთა მისთა ვიდრე მეფობადმდე ხუჟიკთა,

21რათა აღესრულოს სიტყუაჲ უფლისაჲ პირითა იერემიასითა, ვიდრე შეიწყნაროს ქუეყანა შაბათად თჳსა და შაბათობად. ყოველთა დღეთა ოჴრებისა მისისა შაბათ იქმნა აღსრულებადმდე სამეოცდაათ წელ.

22პირველსა წელსა კჳროს მეფისა სპარსთასა, შემდგომად აღსრულებისა მის სიტყჳსა უფლისა პირითა იერემიასითა აღადგინა უფალმან სული კჳროს მეფისა სპარსთასა და უბრძანა ყოველსა სამეფოსა მისსა ქადაგებით და წიგნის წერით და თქუა:

23ამას იტყჳს კჳროს, მეფე სპარსთა: ყოველი სამეფო ქუეყანისაი მომცა მე უფალმან ღმერთმან ცათამან, და მან მიბრძანა მე შენებად მის სახლისა იერუსალჱმს ჰურიასტანისასა, აწ ვინ არის თქუენგანი ყოვლისაგან ერისა მისისა, იყოს ღმერთი მის თანა, და აღვედინ.


წინა თავი