მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მეორე ნეშტთა
თავი 23

1და წელსა მეშჳდესა განძლიერდა იოდაე და მოიყვანა ასისთავები: აარია, ძე იორამისი, და ისმაელ, ძე იონანისი, და აზარია ძე ობედისი, და მასეა ძე ადაიაისი, და ელისაფან, ძე ზაქარიასი, მის თანა სახლსა შინა უფლისასა.

2და მოადგეს იუდასა და შემოკრიბნეს ყოველნი ლევიტელნი ყოველთაგან ქალაქთა იუდასთა და მთავარნი ტომთა ისრაჱლისათანი და მოვიდეს და შემოკრბეს იერუსალიმად.

3და აღთქუმა აღუთქუა ყოველმან კრებულმან იუდასამან სახლსა შინა უფლისა ღმრთისა მეფისა თანა. და მაშინ უჩუენა მათ ძე მეფისა და ჰრქუა მათ: აჰა, ძე მეფისა, ესე მეფობდინ, ვითარცა იტყოდა უფალი სახელისათჳს დავითისა.

4და აწ ესე სიტყუაჲ არს, რომელი ჰყოთ: მესამე თქუენგანი შევედინ შაბათსა მღდელთაგანნი და ლევიტელთაგანნი ბჭეთა მათ შესავალთასა.

5და მესამე თქუენგანი სახლსა მეფისასა გარემოადეგინ და მესამე თქუენგანი დეგინ ბჭესა მას საშუალსა, და ყოველი ერი იყავნ ეზოსა სახლისა უფლისასა.

6და ნუ ვინ შევალნ სხუაჲ სახლსა უფლისასა, გარნა მღდელნი და ლევიტელნი და მსახურნი იგი ლევიტელთანი. ესენი შევიდენ, რამეთუ წმიდა არიან და ყოველი ერი სცევდინ საცავსა მას უფლისასა.

7და გარემოადგედ ლევიტელნი მეფესა გარემო და კაცად-კაცადსა მახჳლი ჴელსა მისსა და სხუაჲ, რომელი შევიდოდის სახლსა უფლისასა, მოკუედინ და იყუნედ კაცნი იგი მეფისა თანა შესლვასა და გამოსლვასა მისსა.

8და ყვეს ლევიტელთა მათ და ყოველმან იუდამან ყოვლისა მისებრ, ვითარცა-იგი ამცნო იოდაე მღდელმან და წარიყვანა კაცად-კაცადმან ერი თჳსი დასაბამსა შაბათისასა, რამეთუ არა განაქარვა იუდაე მდღევარი იგი მსახურებაჲ.

9და მისცა მახჳლი და საჭურველი და ფარები, რომელი იყო დავითის მეფისა სახლსა შინა უფლისასა.

10და დაადგინა ყოველი ერი კაცად-კაცადი საჭურველითა თჳსისათა მჴარითგან ტაძრისათა მარჯუენით ვიდრე მჴარადმდე ტაძრისა მარცხენითისა საკურთხევლისა და ტაძრის გარემო მეფისა.

11და გამოიყვანა ძე იგი მეფისა და მოსცა მის ზედა შარავანდი იგი სამეფო და საწამებელნი და მეფე-ყვეს იგი და სცხეს მას იოედაე და ძეთა მისთა და თქუეს: ცხონდინ მეფე!

12და ესმა გოთოლიას ჴმაჲ იგი ერისა, რომელნი რბიოდეს და აღუარებდეს და აქებდეს მეფესა. და შევიდა მეფისა სახლსა უფლისასა.

13და იხილა და, აჰა, ესერა, მეფე დგა სადგომელსა თჳსსა და შესლვასა მას დგეს მთავარნი და ნესტუები და მთავრები გარემო მეფისა და ყოველსა ერსა უხაროდა და სცემდეს ნესტუებსა და შემასხმელნი იგი სტჳრითა შესხმასა და ახიობდეს ქებასა და დაიპო გოთოლია სამოსელი თჳსი, ღაღად-ყო და თქუა: დასხმით დამესხმით

14და ამცნო იოდაე მღღელმან ასისთავთა მათ და მთავართა მათ ძლიერთასა და ჰრქუა მათ: გაიყვანეთ ეგე გარეშე ტაძრით და განვედით შემდგომად მისა და მოკუედინ მახჳლითა, რამეთუ თქუა მღდელმან მან: ნუ მოკუდებინ ეგე სახლსა შინა უფლისასა.

15და სცეს მას შენდობა, და განვიდა ბჭეთა მათ საცხენოსათა სახლისა მეფისათა და მოკლეს იგი მუნ.

16და აღუთქუა იუდაე აღთქმა შორის მისსა და შორის ერისა და მეფისა, რათა იყუნენ ერად უფლისა.

17და შევიდა ყოველი ერი ქუეყანისა სახლსა მას ბაალ კერპისასა. და დაარღჳეს იგი და საკურთხევლები მისი და ძეგლები მისი და მოსრეს და დააწვლილეს, და მათ თანა ქურუმი იგი ბაალისი მოკლეს წინაშე საკურთხეველსა მისსა.

18და იწყო იოდაე მღდელმან საქმესა სახლისა უფლისასა ჴელთა მღდელთა და ლევიტელთა და დაადგინნა მდღევარ განწესებით მსახურებანი იგი მღდელთანი და ლევიტელთანი, ვითარცა-იგი განეჩინა დავით მეფესა სახლსა შინა უფლისასა და შეწირა მსხუერპლები უფლისა, ვითარცა წერილ არს სჯულსა მოსესსა, სიხარულითა და გალობითა ჴელითა დავითისითა

19და დადგეს მეკარენი იგი ბჭეთა ზედა სახლისა უფლისათა, რათა არა შევიდეს მუნ არაწმიდაჲ ყოვლისა მიმართ საქმისა.

20და მოიყვანნა მამათმთავარნი იგი და ძლიერნი და მთავარნი ერისანი და ყოველი ერი ქუეყანისა და აღიყვანეს მეფე ტაძრად უფლისა, და შევიდა ბჭისა მისგან შინაგანისა ტაძრად მეფისა და დასვეს მეფე საყდარსა ზედა სამეუფოსა.

21და განიხარა ყოველმან ერმან ქუეყანისამან, და ქალაქი დაყუდნა, და გოთოლია მოკლეს მახჳლითა.


წინა თავი შემდეგი თავი