მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მეორე ნეშტთა
თავი 5

1და აღასრულა ყოველი საქმარი, რომელი ქმნა სოლომონ სახლსა უფლისასა. და შეიღო სიწმიდე დავითის, მამისა თჳსისა, ოქრო და ვეცხლი და ყოველი ჭურჭელი მისცა საუნჯესა სახლისა უფლისასა.

2მაშინ შეკრიბნა სოლომონ ყოველნი მოხუცებულნი ისრაჱლისანი და ყოველნი მთავარნი ტომებისანი, წინამძღუარნი ნათესავისა ისრაჱლისანი იერუსალჱმდ აღმოღებად კიდობნისა შჯულისა უფლისა ქალაქით დავითისით, ესე არს სიონი.

3და მოვიდეს და მოკრბეს მეფისა ყოველნი კაცნი ისრაჱლისანი დღესასწაულსა მას. ესე არს თუე მეშჳდე.

4და მოვიდეს ყოველნი მოხუცებულნი ისრაჱლისა და აღიღეს ყოველთა ლევიტელთა კიდობანი.

5და კარავი იგი საწამებელისა და ყოველი ჭურჭელი წმიდაჲ, რომელი იყო კარავსა შინა და მოიღეს კიდობანი იგი მღდელთა და ლევიტელთა.

6და მეფემან სოლომონ, ყოველმან კრებულმან ისრაჱლისამან და მოშიშთა და რაოდენნი შემოკრებილ იყუნეს წინაშე კიდობნისა მის, დასწყუედდენ ზუარაკებსა და ცხოვარსა, რომლისა არა იყო რიცხჳ და არცა აღითვალოს სიმრავლისაგან.

7და შეიღეს მღდელთა კიდობანი იგი შჯულისა უფლისა და დადგეს იგი ადგილსა თჳსსა და დაბირსა მას საფასესა ტაძრისასა და წმიდასა მას წმიდათასა ქუეშე ფრთეთა ქერობინთასა.

8და განეპყრნეს ქერობინთა მათ ფრთენი მათნი ადგილსა მას კიდობნისასა. და ჰფარვიდეს ქერობინნი იგი კიდობანსა მას და აღსაღებელსა მას მისსა ზედა კერძო.

9და გამოემარტნეს აღსაღებელნი იგი და იხედებოდეს აღსაპყრობელთა მათ მწვერვალნი იგი წმიდათაგან წინაშე პირსა დაბირისასა და არა იხედვებოდეს გარეშე. და იყუნეს მუნ ვიდრე აქა დღემდე.

10და არა რა იყო სხუა კიდობანსა მას შინა, გარნა ორნი იგი ფიცარნი, რომელნი დასხნა მოსე ქორებს, რომელი-იგი მოსცა სჯული უფალმან გამოსლვასა მას ძეთა ისრაჱლისათა ქუეყანით ეგჳპტით.

11და იყო, რაჟამს გამოვიდეს მღდელნი იგი სიწმიდეთა მათგან, რამეთუ ყოველნი, რაოდენნი იპოვნეს მუნ, განწმიდნეს, რამეთუ არა იყუნეს განწესებულ დღითიდღედსა მას მსახურებასა.

12და ლევიტელნი იგი მეფსალმუნენი, ყოველნი ძენი ასაფისთანი, ემანისნი და იდუთუმისნი, ძენი მათნი და ძმანი მათნი, რომელთა ემოსა სამოსელი ბისონისა წინწილათა და სტჳრითა და ებნითა დგეს წინაშე საკურთხეველსა, და მათ თანა მღდელნი ასდაოცნი სცემდეს ნესტვებსა.

13და იყო ერთ ჴმაჲ ნესტუებისა მის და გალობისა ჴმათა ყოველთა ერთ ჴმა. აღსარებად და ქადაგებად უფლისა და ვითარცა აღიმაღლეს ჴმაჲ ნესტუთა და წინწილთა და ებნითა და ფსტჳრითა მით საგალობელითა და იტყოდეს: აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობა მისი. და სახლი იგი აღივსო ღრუბლითა დიდებისა უფლისათა

14და ვერ ეძლო მღდელთა მათ დგომად და მსახურებად პირისაგან მის ღრუბლისა, რამეთუ აღავსო დიდებამან უფლისამან სახლი იგი ღმრთისაჲ.


წინა თავი შემდეგი თავი