მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მეორე ნეშტთა
თავი 29

1და ეზეკია მეფე რაჲ იქმნა, იყო იგი ოცდახუთის წლისა და ოცდა-ცხრა წელ მეფობდა იერუსალჱმს. და სახელი დედისა მისისა აბაუთა, ასული ზაქარიასი.

2და ქმნა სიწრფოება წინაშე უფლისა ყოვლისა მისებრ, ვითარცა ქმნა დავით, მამამან მისმან.

3და იყო, ვითარცა დადგა მეფობასა თჳსსა ზედა და პირველსა თუესა განახუნა კარნი სახლისა უფლისანი და განაგნა იგინი.

4და შეიყუანნა მღდელნი და ლევიტელნი და დაადგინნა იგინი ადგილსა მას ზედა მზისა აღმოსავლით კერძო.

5და ჰრქუა მათ: ისმინეთ, ლევიტელნო! აწ განიწმიდენით და განწმიდეთ სახლი უფლისა ღმრთისა მამათა თქუენთასა და განაბნიეთ ყოველი არაწმიდაჲ სიწმინდეთაგან.

6რამეთუ განდგეს მამანი ჩუენნი და ქმნეს ბოროტი წინაშე უფლისა და დაუტევეს იგი და გარემიიქციეს პირი მათი კარვისაგან უფლისა და ზურგი შეაქციეს.

7და დაჴსნეს ბჭენი ტაძრისანი და დაშრიტნეს სანთელნი, და საკმეველი არა აკმიეს, და ყოვლად დასაწველნი არა შეწირნეს წმიდისა ღმრთისა ისრაჱლისა.

8და განრისხნა გულისწყრომით უფალი იუდასა ზედა და იერუსალჱმსა ზედა და მისცნა იგინი განსაკრთოლველად და განსარყუნელად, და დასატჳნველად, ვითარცა-ეგე ხედავთ თუალითა თქუენითა.

9და აჰა, ესერა, წყლულ არიან მამანი თქუენნი, და ცოლნი თქუენნი, და შვილნი თქუენნი ტყუეობითა ქუეყანასა არა მათსა.

10და აწცა არს მათ ზედა აღთქუმად აღთქუმა გულითად სჯულისა უფ- ლისა ღმრთისა ისრაჱლისა, და გარეწარაქციოს რისხვა გულისწყრომისა მისისა ჩუენგან.

11და აწ ნუ დააკლებთ, რამეთუ თქუენი სათნო იყო უფალმან წარდგომად წინაშე მისსა მსახურებად და ყოფად და კუმევად საკუმეველისა.

12და დადგეს ლევიტელნი იგი განახლებად სახლისა მისთჳს უფლისა: მაეთ ამასიასი, და იოილ ზაქარიასი ძეთაგან კაათისთა; და ძეთაგან მერარისთა: კის აბდისი, და აზარია იელელელისი; და ძეთაგან გერსონისთა: იოვა ზემათისი, და იოდან იოაქასი;

13და ძეთაგან ელისაფანისთა: ზამბრი და იაიელ; და ძეთაგან ასაფისთა: ზაქარია და მატთანია;

14და ძეთაგან ემანისთა: იეიელ და სემეი; და ძეთაგან იდუთუმისთა: სამაია და ოზიელ.

15და შეკრიბნეს ძმანი მათნი და განწმიდნეს მსგავსად მცნებისა მის მე- ფისა ბრძანებითა უფლისათა განწმედად სახლი იგი უფლისაჲ.

16და შევიდეს მღდელნი იგი შინაგან სახლსა მას უფლისასა წმიდა-ყოფად მისა, და გამოიღეს ყოველი არაწმიდაჲ, რომელი იპოა სახლსა შინა უფლისასა, და ეზოსა სახლისა უფლისასა, და იწყეს ლევიტელთა მათ განღებად გარე ჴევსა მას ნაძუთასა.

17და ჴელ-ყვეს დღესა მას პირველსა თჳსთავსა თთჳსა მის პირველისასა განწმედად. და დღესა მერვესა მის თთჳსასა შევიდეს ტაძრად უფლისა. და წმიდა-ყვეს ტაძარი უფლისაჲ რვასა დღესა, და დღესა მეათექუსმეტესა თთჳსა მის პირველისასა აღასრულეს.

18და შევიდა ეზეკია მეფე და ჰრქუა: განსწმიდეთ ყოველი, რა არს სახლსა უფლისასა, საკურთხეველი ყოვლად დასაწველთა და ჭურჭელი მისი, საკურთხეველი პირველი და ჭურჭელნი მისნი

19და ყოველი სამსახურებელი მისი, რამეთუ შეაგინა აქაზ მეფემან მეფობასა თჳსსა, განდგომასა მას მისსა, აწ მზა-გჳყოფიეს და განგჳწმედიეს. და, აჰა, ესერა, არს წინაშე საკურთხეველსა უფლისასა.

20და აღიმსთო ეზეკია მეფემან და შეკრიბნა მთავარნი ქალაქისანი და აღვიდა ტაძრად უფლისა.

21და შესწირა ზუარაკები შჳდი, ვერძები შჳდი, ტარიგები შჳდი, ვაცები თხათა შჳდი ცოდვისათჳს, მეფობისათჳს, სიწმიდისა და ისრაჱლისათჳს, და ჰრქუა ძეთა ჰარონისთა მღდელთა აღსლვა საკურთხეველსა უფლისასა.

22და დაკლეს ზურაკები იგი, და მოიღეს მღდელთა სისხლი იგი მათი. და მოაპკურეს გარემო საკურთხეველსა, და დაკლეს ტარიგები იგი, და მოაპკურეს სისხლი მათი გარემო საკურთხეველსა.

23და მოასხეს ვაცები იგი, რომელი იყო ცოდვათათჳს წინაშე მეფისა და კრებულისა მის და დასხნეს ჴელნი მათნი მათ ზედა.

24და დაკლნეს იგინი მღდელთა მათ და ლხინება-ყვეს სისხლითა მით საკურთხეველსა ზედა. და ლხინება-ყვეს ყოვლისათჳს ისრაჱლისა, რამეთუ ყოვლისათჳს ისრაჱლისა თქუა მეფემან შეწირვა იგი ყოვლად დასაწველთა მათ, და რომელი ცოდვისათჳს ყვეს.

25და დაადგინნა ლევიტელნი იგი სახლსა შინა უფლისასა წინწილითა და ებნითა და სტჳრითა მეცნიერებისა მისებრ დავითის მეფისა და გადის მხილველისა, რომელი იყო მეფისა და ნათან წინაწარმეტყუელისა, რამეთუ მეცნიერებისაებრ უფლისა იყო ბრძანებაჲ ესე ჴელსა წინაწარმეტყუელთათა

26და დადგეს ლევიტელნი იგი სტჳრითა დავითისითა და მღდელნი იგი ნესტჳთა.

27და უბრძანა მეფემან შეწირვა ყოვლად დასაწველთა მათ და იწყეს მათცა გალობად უფლისა და საყჳრნი იგი სტჳრთა თანა დავითის მეფისა ისრაჱლისთა.

28და ყოველი იგი კრებული თაყუანის-ცემად და მეფსალმუნენი იგი გალობდეს, და ნესტუებსა მას სცემდეს, ვიდრე დაესრულნეს ყოვლად დასაწველნი.

29და ვითარცა აღასრულეს შეწირვა იგი, დამოდრკა მეფე და ყოველნი, რომელნი იყუნეს, და მუნ თაყუანის-სცეს უფალსა.

30და ჰრქუა ეზეკია მეფემან და ყოველთა მთავართა ლევიტელთა მათ, რათა უგალობდენ უფალსა სიტყუათა დავითისათა და ასაფის წინაწარმეტყუელისათა და გალობდეს სიხარულით და დავარდეს და თაყუანის-სცეს უფალსა.

31და მიუგო ეზეკია და ჰრქუა: აწ აღასრულენით ჴელნი თქუენნი უფლისა მიმართ; მოიღეთ აწ და შესწირეთ მსხუერპლები და ქება იგი სახლსა უფლისასა. და მოართვა კრებულმან საკლავები და ქებისა იგი შესაწირავი ტაძრად უფლისა და ყოველმან გულთ-მოდგინემან გულითა, და ყოვლად დასაწველები

32და იყო რიცხჳ იგი ყოვლად დასაწველთა მათ, რომელი შეწირა კრებულმან: ზვარაკი სამეოცდაათ, ვერძი ას, ტარიგი ორას, ყოვლად დასაწველად უფლისა ესე ყოველი.

33და შეწირეს ზვარაკები ექუსასი და ცხოვარი სამათასი.

34არამედ მღდელნი მცირედ იყუნეს და ვერ ეძლო განჴდად ყოვლად დასაწველები იგი და შეეწეოდეს მათ ძმანი მათნი ლევიტელნი, ვიდრე აღესრულა საქმე იგი, და ვიდრე განწმიდეს მღდელნი, ლევიტელნი, განწმიდეს გულსმოდგინედ უწინარეს მღდელთა.

35და ყოვლად დასაწველი იგი ფრიად იყო ცმელთა თანა სრულებისა მის ცხორებისათა დასაწუელი იგი ყოვლად მწვართასა და წარმოემართა საქმე იგი სახლსა შინა უფლისასა.

36და განიხარა ეზეკია და ყოველმან ერმან მისთჳს, რამეთუ განემზადა ერი იგი უფლისაჲ, რამეთუ მეყსეულად იქმნა საქმე იგი.


წინა თავი შემდეგი თავი