მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მეორე ნეშტთა
თავი 13

1და მეათვრამეტესა წელსა მეფობისა იორობოამისა მეფობდა აბია იუდასა ზედა.

2სამ წელ მეფობდა იერუსალჱმს ზედა. სახელი დედისა მისისა მააქა, ასული აბესალომისი, გაბაონით და ბრძოლა იყო შორის აბიასა და შორის იორობოამისი.

3და ეწყო აბია ბრძოლად ძალითა მბრძოლთა ძლიერთა ოთხას ათასითა კაცითა ძლიერითა და იორობოამ ეწყო მას რვაასი ათასითა ძლიერითა მბრძოლითა ძალითა.

4და აღდგა აბია მთისა მისგან სომორონისა, რომელ არს მთასა ეფრემისასა, და თქუა: ისმინეთ იორობოამ და ყოველმან ისრაჱლმან.

5არა ჯერ-იყო თქუენდა ცნობად, რამეთუ უფალმან ღმერთმან ისრაჱლისამან მოგცნა თქუენ ზედა მეფედ და ზედა ისრაჱლსა უკუნისამდე დავით და ძენი მისნი აღთქმით.

6და აღდგა იორობოამ, ძე ნაბატისი, მონა სოლომონისი, ძისა დავითისი, და განდგა უფლისაგან თჳსისა.

7და შეკრბეს მის თანა კაცნი ბილწნი, ძენი უსჯულოებისანი, და აღდგომილ არს რობოამის ზედა, ძისა სოლომონისა. და რობოამ იყო ჭაბუკ და მოშიშ გულითა და ვერ წინადაუდგა წინაშე პირსა მისსა.

8და აწ იტყჳთ თქუენ წინადადგომად პირსა სამეუფოსა უფლისასა ჴელითა ძეთა დავითისთა და თქუენ მრავალ ხართ ფრიად და თქუენ თანა ჴბონი ოქროსანი, რომელნი გიქმნნა თქუენ იორობოამ ღმერთად.

9გამოასხენით მღდელნიცა უფლისანი და ძენი არონისნი და ლევიტელნი და გიყოფიან თქუენ მღდელად ერისაგან ქუეყანისანი ყოველი, რომელი მოუვალს აღვსებად ჴელთა ჴბოითა ზროხათაგან და შჳდითა ვერძითა. და იქმნებოდეს ქურუმნი მისა, რომელი არა არს ღმერთ.

10და ჩუენ უფალი ღმერთი ჩუენი არა დაგჳტევებიეს და მღდელნი მისნი მსახურებენ უფალსა, ძენი არონისნი და ლევიტელნი სამდღევროსა მათ ზედა შესწირვენ საკურთხეველსა ზედა უფლისასა.

11და ყოვლად დასაწველნი შესაწირავნი განთიად და მწუხრი და საკუმეველი აღმზადებული, და დაგება პურთა შესაწირავთა და საკურთხეველსა ზედა წმიდასა და სასანთლენი ოქროსანი და სანთელნი აღნთებულნი აღნთებად მწუხრნი, რამეთუ ვიმარხევთ ჩუენ საცოსა უფლისა ღმრთისა მამათა ჩუენთასა და თქუენ დაუტევეთ იგი

12და, აჰა, ესერა, ჩუენ თანა მთავრად უფალი, მღდელნი მისნი და ნესტუები უწყებისა უწყებად თქუენ ზედა და თქუენ, ძენი ეგე ისრაჱლისანი, ჰბრძოდეთ აწ უფალსა ღმერთსა მამათა ჩუენთასა. უწყოდეთ, რამეთუ არა წარგემართოს თქუენ.

13და იერობოამ მოექცა მზირითურთ მოსლვად მის ზედა უკანა კერძო. და იყუნეს იგინი წინაშე პირსა იუდასა და მზირი იგი უკანა ზურგით.

14და მოიქცა იუდა და იხილა და, აჰა, ესერა, ბრძოლად მათა მოვიდოდა ისრაჱლი წინა უკან და უკანა წარ. და ღაღად-ყო იუდამ უფლისა მიმართ. და მღდელნი იგი სცემდეს საყჳრსა.

15ღაღად-ყო იუდამან და ყოველთა კაცთა იუდასთა. და იყო, ღაღადებასა მას კაცთა იუდასთა, უფალმან დასცა იორობოამს და ისრაჱლსა და ისრაჱლსა წინა აბიასსა იუდასსა.

16და ივლტოდეს ძენი ისრაჱლისანი პირისაგან იუდასა და მოსცნა იგინი უფალმან ჴელთა მათთა.

17და მოსრეს აბია და ერმან მისმან წყლულებითა დიდითა. დაეცნეს ისრაჱლისაგანნი წყლულნი ხუთი ათასი კაცთა ძლიერთა.

18და დაამდაბლნა უფალმან ძენი ისრაჱლისანი მას დღესა შინა და განძლიერდეს ძენი იუდასნი, რამეთუ ესვიდეს იგინი უფალსა ღმერთსა მამათა მათთასა.

19და სდევდა აბია შემდგომად იორობოამისა და დაიპყრნა მისგან ქალაქნი, ბეთელი და დაბნები მისი და ეფრონი და ასულები მისი.

20და ვერ შეუძლო იერობოამ ყოველთა დღეთა აბიასთა და დასცა იგი უფალმან და მოკუდა.

21და განძლიერდა აბია და მოიყვანა თავისა თჳსისა ათორმეტნი ცოლნი. და ესხნეს ძენი ოცდაორ და ასულნი ათექუსმეტ.

22და სხუანი სიტყუანი აბიასნი და საქმენი მისნი დაწერილ არიან წიგნსა ადადოს წინაწარმეტყუელისასა.


წინა თავი შემდეგი თავი