მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ეზეკიელ წინასწარმეტყველი
თავი 13

1და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუჱლი:

2ძეო კაცისაო, წინაწარმეტყუელებდ წინაწარმეტყუელთა ზედა ისრაჱლისათა, რომელნი წინაწარმეტყუელებენ, და ჰრქუა წინაწარმეტყუელთა რომელნი წინაწარმეტყუელებენ გულით გამო მათით: წინაწარმეტყუელებდე და სთქუა მათდამი: ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ!

3ამათ იტყჳს ადონაი უფალი: ვაჲ, რომელნი წინაწარმეტყუელებენ გულით გამო მათით, რომელნი ვლენან უკუანა სულისა მათისა და ყოვლითურთ არა ჰხედვენ!

4ვითარცა მელნი ნაოჴართა შინა, იქმნნეს წინაწარმეტყუელნი შენნი, ისრაჱლ.

5არა დადგეს სიმყარესა ზედა და შეკრბეს სამწყსოჲ სახლსა შინა ისრაჱლისასა; არა აღდგეს დღესა შინა ბრძოლისასა მეტყუელნი დღესა შინა უფლისასა,

6მხედველნი ცრუთა, მემისნენი ამაოთა, რომელნი იტყოდეს, - იტყჳს უფალი, - და უფალმან არ მოავლინნა იგინი; და იწყეს აღდგინებად სიტყჳსა.

7არა ხილვა ცრუჲ იხილეთა და მისნობანი ამაონი სთქუენით? და სთქუთ: იტყჳს უფალი; და მე არა მეთქუა.

8ამისთჳს არქუ, - ამათ იტყჳს ადონაჲ უფალი: მის წილ, რომელ სიტყუანი თქუენნი ცრუ და მისნობანი თქუენნი ამაოებ, ამისთჳს მე თქუენ ზედა, - იტყჳს ადონაჲ უფალი,

9- და განვყო ჴელი ჩემი წინაწარმეტყუელთა ზედა, მხედველთა ცრუჲსათა და აღმომჴმობელთა ამაოთასა სწავლასა შინა ერისა ჩემისასა; არა იყუნენ, არცა შთაწერათა შინა სახლისა ისრაილისათა შთაიწერნენ და ქუეყანად ისრაილისა არა შევიდენ და ცნან, ვითარმედ მე ვარ ადონაი უფალი.

10მის წილ, რამეთუ შეაცთუნეს ერი ჩემი, მეტყუელთა: მშჳდობა, მშჳდობა და არა იყო მშჳდობა; და ესე აშენებს კედელსა, და იგინი ჰგოზდეს მას, უკუეთუ დაეცა,

11თქუეს მგოზელთა მიმართ მისთა, ვითარმედ: დაეცა. და იყოს წჳმაჲ წარმრღუნელი და მივსცნე ლოდნი კლდისსასროლნი, საკრველისშინათა მათთა დაეცნენ და სული აღმღებელი მოვიდეს და განიბძაროს.

12და, აჰა, დაეცა ზღუდე; და არა თქუან თქუენდამო: სადა არს საგოზელი თქუენი, რომელი სცხეთ?

13ამისთჳს ამათ იტყჳს ადონაი უფალი: და მოვსცე ქარი აღმღებელი გულისწყრომითა ჩემითა და წჳმაჲ წარმარღუნელი იყოს რისხვითა ჩემითა და ლოდნი კლდისსასროლნი გულისწყრომით მოვაწინე მოსასრულებლად.

14და აღმოვჴუარდო ზღუდე, რომელსა სცხეთ, და დაეცეს და დავდვა იგი ქუეყანასა ზედა, და გამოჩნდენ საფუძველნი მისნი, და დაეცნენ და მოჰსრულდეთ მხილებითა და სცნათ, რამეთუ მე ვარ ადონაი უფალი.

15და შევასრულო რისხვაჲ ჩემი ზღუდესა ზედა და მომგოზელთა მისთა ზედა, და დაეცეს. და ვთქუ თქუენდამი: არა არს ზღუდე, არცა მგოზელნი მისნი,

16წინაწარმეტყუელნი ისრაილისანი, რომელნი წინაწარმეტყუელებდეს იერუსალჱმსა ზედა, და მხილველნი მშჳდობასა მისსა, და მშჳდობაჲ არა არს, - იტყჳს ადონაი უფალი.

17და შენ, ძეო კაცისაო, განიმტკიცე პირი შენი ასულთა ზედა ერისა შენისათა, რომელნი წინაწარმეტყუელებენ გულით გამო მათით, და წინაწარმეტყუელებდ მათ ზედა.

18და სთქუა: ამათ იტყჳს ადონაი უფალი; ვაჲ, რომელნი შეაკერვენ სასთაულებსა ყოველსა ქუეშე იდაყუსა ჴელისასა და ჰყოფენ სადგმელებსა ყოველსა ზედა თავსა ყოვლისა ჰასაკისასა გარდასაქცეველად სულთა; სულნი გარდაიქცეს ერისა ჩემისანი და სულთა იღუწიდეს.

19და შემაგინებდეს მე ერისა მიმართ ჩემისა მჭელისათჳს ქრთილთაჲსა და ნატეხისათჳს პურისა მოკლვითა სულთაჲთა, რომელთა არ ჯერ-იყო მოკლვაჲ, და ღუწითა სულთათა, რომელთაჲ არ ჯერ-იყო სიცოცხლე, თქუმასა შინა თქუენგან ერისა მსმენელისა ცუდთა ჴმა-ყოფათაჲსა.

20ამისთჳს ამათ იტყჳს ადონაი უფალი: აჰა, მე თავისსაცოებსა თქვენსა ზედა, რომელთა ზედა თქუენ მიმოიქცევით მუნ სულთა დასარღუეველად; და განვხეთქნი იგინი მკლავთა თქუენთაგან და განვავლინნე სულნი, რომელთა თქუენ გარდააქცევთ სულთა მათთა განბნეულებად.

21და განვხეთქო სადგმელები თქუენი და ვიჴსნა ერი ჩემი ჴელთაგან თქუენთა, და არღა მერმე იყვნენ ჴელთა შინა თქუენთა მიმოსაქცეველად და სცნათ, რამეთუ მე ვარ უფალი.

22მის წილ, რომელ გარდააქციეთ გული მართლისაჲ უსამართლოდ, და მე არა გარდამექცია იგი, და განაძლიერებდით ჴელთა უსჯულოჲსათა ყოვლითურთ არა მოქცევად მისსა გზისაგან მისისა უკეთურისა და ცხოვნებად მისსა,

23ამისთჳს ტყუილით ხილვაჲ არა იხილოთ და მისნობათა არღა იმისნებდეთ მერმე; და ვიჴსნა ერი ჩემი ჴელისაგან თქვენისა და სცნათ, რამეთუ მე ვარ უფალი.


წინა თავი შემდეგი თავი