მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ეზეკიელ წინასწარმეტყველი
თავი 8

1და იყო წელსა მეექუსესა, მეხუთესა თთუესა, ხუთსა თთჳსასა, მე ვჯედ სახლსა შინა ჩემსა, და მოხუცებულნი იუდაჲსნი სხდეს წინაშე ჩემსა. და იქმნა ჩემ ზედა ჴელი ადონაი უფლისაჲ.

2და ვიხილე: და, აჰა, მსგავსება კაცისაჲ წელითგან მისით და ვიდრე შთამართ - ცეცხლი, და წელითგან მისით ზეშთა ზედანი მისნი, ვითარცა ხილვაჲ ნიავისაჲ და ვითარცა სახე ილეკტრიოჲსაჲ,

3და განირთხა მსგავსებაჲ ჴელისა კაცობრივისა და აღმიღო მე თხემითა თავისა ჩემისაჲთა და აღმიღო მე სულმან საშუალ ქუეყანისა და საშუალ ცისა და მომიყვანა მე იერუსალჱმად ხილვისა მის ღმრთისა, წინა ბჭეთა ზედა შინაგანისა ბჭისა, მხედველისათა ჩრდილოდ მიმართ. სადა იყო სუეტი ხატისა შურისა მომგებელისა.

4და, აჰა, მუნ იყო დიდებაჲ უფლისა ღმრთისა ისრაჱლისაჲ ხილვისაებრ, რომელი ვიხილე ველსა.

5და თქუა ჩემდამო: ძეო კაცისაო, აღიხილენ თუალნი შენნი ჩრდილოდ მიმართ; და აღვიხილენ თუალნი ჩემნი ჩრდილოდ მიმართ და, აჰა, ჩრდილოჲთ, ბჭეთა თანა აღმოსავალად მიმართსა მსხუერპლისსაცავისასა, სადა იყო ხატი შურისაჲ ამის, შესავალსა თანა მისსა,

6და თქუა ჩემდამო: ძეო კაცისაო, იხილეა, რასა ესენი იქმან უშჯულოებათა დიდთა? სახლი ისრაჱლისაჲ ჰყოფენ აქა განყენებასა მათსა წმიდათაგან ჩემთა; და მერმე იხილნეღა უშჯულოებანი უფროსნი.

7და შემიყვანა მე წინა ბჭესა თანა ეზოჲსასა და ვიხილე, და, აჰა, ჴურელი ერთი ზღუდისა შორის.

8და თქუა ჩემდამო: ძეო კაცისაო, დათხარე ზღუდისა შორის! და დავთხარე და, აჰა, კარი ერთი ზღუდისა შორის!

9და თქუა ჩემდამო: შეედ და იხილენ უშჯულოებანი ბოროტნი, რომელთა ესენი ზმენ აქა!

10და შევედ და ვიხილე და, აჰა, ყოველი მსგავსებაჲ ქუეწარმძრომელთა და საცხოვართაჲ და ამაონი საძაგელებანი და ყოველი კერპები გამოწერილები სახლისა ისრაჱლისაჲ კედელსა ზედა გარემო.

11და სამეოცდაათნი კაცნი მოხუცებულთაგან სახლისა ისრაჱლისათა და იეზონია, ძე საფანისი, საშუალ მათსა დგა წინა პირისა მათისა; თითოეულსა მათსა სასაკუმევლე აქუნდა ჴელსა შინა თჳსსა. და ორთქლი საკუმეველისაჲ აღვიდოდა, აღბორქუნებოდა და მიმოეფინებოდა.

12და თქუა ჩემდამო უფალმან: ძეო კაცისაო, იხილეა, რომელთა მოხუცებულნი სახლისა ისრაჱლისანი ჰყოფენ სახლსა შინა ბნელსა, თითოეული საწოლსა შინა თჳსსა მალულსა მით, რამეთუ თქვან: არა მხედავს უფალი ჩვენ, დაუტევა უფალმან ქუეყანაჲ.

13და თქუა ჩემდამო: მერმე იხილნე კუალად უსჯულოებანი უფროჲსნი, რომელთა ესენი ჰყოფენ.

14და შემიყვანა მე წინაბჭეთა თანა ბჭისა სახლისაჲსათა, რომელი ჰხედავს ჩრდილოდ მიმართ; და, აჰა, მუნ დედანი მსხდომარენი, მეტყებარნი თამუზისნი.

15და თქუა ჩემდამო: ძეო კაცისაო, იხილეა? და მერმე იხილოვე სიმარჯუე უდიდესი ამისი.

16და შემიყვანა მე ეზოსა სახლისა უფლისასა უშინაგანესსა და, აჰა, წინაბჭესა თანა ტაძრისა უფლისასა, საშუალ ელამისა და საშუალ მსხუერპლისსაცავისა, ვითარ ოცნი და ხუთნი კაცნი, ზურგთა მათთა ტაძრისა მიმართ უფლისა მქონებელნი და პირთა მათთა - პირისპირ აღმოსავალად მიმართ, და ესენი თაყუანის-სცემდეს აღმოსავალით კერძო მზესა.

17და თქუა ჩემდამო: იხილეა, ძეო კაცისაო? ნუ მცირე არსა სახლისა იუდაჲსსა ქმნაჲ უსჯულოებათაჲ, რომელნი ყუნეს აქა მით, რამეთუ აღავსეს ქუეყანაჲ უსჯულოვებითა და მიიქცეს განრისხებად ჩემდა? და, აჰა, ესენი განავრცობენ ნერგსა, ვითარცა მოკიცხარნი ჩემნი;

18და მეცა უყო მათ გულისწყრომით; არა ერიდოს თუალი ჩემი, არცა შევიწყალო. და უწოდდენ ჴმითა დიდითა ყურთა შორის ჩემთა, და არა შევისმინო მათი.


წინა თავი შემდეგი თავი