მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ეზეკიელ წინასწარმეტყველი
თავი 45

1და განზომასა თქუენგან ქუეყანისასა სამკჳდრებელად განუჩემოთ დადასაბამი უფლისა წმიდისაჲ ქუეყანისაგან ხუთ და ოც ათასეული სიგრძე, და სივრცე ათი ათასეული, წმიდა იყოს ყოველთა შორის საზღვართა მისთა გარემოჲს.

2და იყოს ამის განწმედისათჳს ხუთასნი ხუთასთა თანა მოთხვით მრგულივ და ერგასისთა წყრთათა ხანი მრგულივ მათსა.

3და განზომისა ამისგან განზომო სიგრძე ხუთი და ოცი ათასეული სივრცე ათი ათასეული, და მას შინა იყოს სიწმიდე წმიდისა წმიდათაჲსა.

4წმიდაჲ ქუეყანისაგან ესე მღდელთათჳს იყოს, რომელნი ჰმსახურებენ წმიდასა შინა, და იყოს მიახლებულთად მსახურებად უფლისა. და იყოს მათდა ადგილი სახლთათჳს განჩემებული სიწმიდედ მათდა.

5ხუთ და ოც ათასად სიგრძით და სივრცით ათ ათასად იყვნენ ლევიტელთათჳს, რომელნი ჰმსახურებენ სახლსა დაპყრობად ქალაქი სამკჳდრებელად.

6და დასაპყრობელი ქალაქისაჲ მისცე ხუთ ათასეული სივრცე, და სიგრძე ხუთი და ოცი ათასეული, ვითარსახედ დასაბამი წმიდათაჲ ყოვლისა სახლისა ისრაელისა იყოს.

7და წინამძღუარსა მას ამისგან და მისგან და ამისგან დასაბამად წმიდათა და დასაპყრობელად ქალაქისა პირისპირ დასაბამებისა წმიდათაჲსა და პირისპირ დასაპყრობელსა ქალაქისასა ზღუადმიმართთა, ზღჳთ კერძო და ზღჳსა მიმართთაგან აღმოსავალთადმი, და სიგრძე ვითარცა ერთი ნაწილითაგანი საზღვართაგან ზღუადმიმართთა, სიგრძე საზღვართა კერძო აღმოსავალთაჲთმიმართთა ქუეყანისათა.

8და იყოს მისსა დასაპყრობელ ისრაჱლსა შორის, და არა ჰმძლავრობდენ არღა მერმე წინამძღუარნი ისრაჱლისანი ერსა ჩემსა, და ქუეყანაჲ დაიმკჳდრონ სახლმან ისრაჱლისამან ტომთაებრ მათთა.

9ამას იტყჳს ადონაი უფალი: კმა იყავნ თქუენდა, წინამძღუარნო ისრაელისანო, უსამართლობაჲ და საარებაჲ მოისპეთ, და მსჯავრი და სიმართლე ყავთ და აღიღეთ მძლავრებაჲ ერისაგან ჩემისა, - იტყჳს ადონაჲ უფალი.

10სასწორი მართალი და საწყეო მართალი და კაბიწი მართალი იყავნ თქუენდა. საწყეოჲსაჲ

11და კაბიწი ეგრეთვე ერთი იყოს მიღებად და მოღებად; მეათედი ღომორისაჲ - კაბიწი, და მეათედი ღომორისაჲ - ჳფი, ღომორისა მიმართ იყოს სწორი სატჳრთედ.

12და საწონნი - ოცნი ოვოლნი, სიკლა, ათხუთმეტნი სიკლანი, მნა იყვნენ თქუენდა.

13და ესე დასაბამი, რომელი განაჩინოთ: მეექუსედი საწყეოჲსაჲ ღომორისაგან იფქლისა, და მეექუსედი ჳფისაჲ - ოცდაათისა გრივისაგან ქრთილისა.

14და ბრძანებაჲ ზეთისაჲ: კოტჳლი ზეთისა მეათე ათთა კოტჳლთაგან, რამეთუ ათნი კოტკჳლნი არიან ღომორ, ხოლო ათი ღომორი - გრივ.

15და ცხოვარი ერთი ცხოვართა ათთაგან, მოსაღებელი ყოველთაგან ტომობათა ისრაჱლისათა, სამსხუერპლოდ და ყოვლადდასაწუელად და მაცხოვარებად, სალხინებლად თქუენთჳს, - იტყჳს ადონაი უფალი.

16და ყოველმან ერმან მოსცეს დასაბამი ესე წინამძღუარსა ისრაჱლისასა.

17და წინამძღუარისათჳს იყვნენ ყოვლადდასაწუელნი და მსხუერპლნი და გებანი დღესასწაულთა შინა და ახალთთუეთა და შაბათთთა და ყოველთა შინა დღესასწაულთა სახლისა ისრაჱლისათა. და მან ყვნეს ცოდვისა ძლითნი და მსხუერპლი და ყოვლადდასაწუელნი და მაცხოვარებითნი ლხინებად სახლისათჳს ისრაჱლისა.

18ამათ იტყჳს ადონაი უფალი: პირველსა შინა თთუესა, ერთსა თთჳსასა, მოიყვანოთ ზუარაკი ზროხათაგან უბიწოჲ სალხინებელად წმიდისა.

19და მოიღოს მღდელმან სისხლისაგან სალხინებელისაჲსა და მისცეს წყირთლთა ზედა სახლისათა და ოთხთა ზედა ყურეთა ტაძრისათა და საკურთხეველსა ზედა და წყირთლთა ზედა ეზოჲსა შინაგანისათა.

20და ესრეთ ყოს მეშჳდესა შინა თთუესა, ერთსა თთჳსასა, მოიღოს თითოჲსაგან კაცისა უმეცრისა და ჩჩჳლისაგან ნაწილი სალხინებელად სახლისათჳს.

21და პირველსა შინა თთუესა, მეათოთხმეტესა დღესა თთჳსასა, იყავნ თქუენდა დღესასწაული პასექისაჲ, შჳდთა დღეთა უცომოთა შჭამდეთ.

22და ყოს წინამძღუარმან მას დღესა შინა თავისა თჳსისათჳს და სახლისა თჳსისათჳს და ყოვლისათჳს ერისა ქუეყანისაჲსა ზუარაკი ზროხათაგან ცოდვისათჳს.

23და შჳდთა დღეთა შინა დღესასწაულისათა უყვნეს ყოვლადდასაწუელნი უფალსა - შჳდნი ზუარაკნი და შჳდნი ვერძნი უბიწონი, დღითა დღე შჳდთა შინა დღეთა. და ცოდვისათჳს ვაცი თხათაჲ დღითი დღე

24და მსხუერპლი და ცხობილი ზუარაკსა და ცხობილი ვერძსა უქმნე და ზეთისა ინი ცხობილსა.

25და მეშჳდესა თთუესა, მეათხუთმეტესა დღესა თთჳსასა, დღესასწაულსა შინა ჰყო ამათებრვე შჳდთა დღეთა, ვითარ-იგი ცოდვისა ძლითნი და ვითარ-იგი ყოვლადდასაწუელნი და ვითარ-იგი მანააჲ და ვითარ-იგი ზეთი.


წინა თავი შემდეგი თავი