მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ეზეკიელ წინასწარმეტყველი
თავი 9

1და ღაღად-ყო ყურთა მომართ ჩემთა, ჴმითა დიდითა მეტყუელმან: მოეახლა შურისძიებაჲ ქალაქისა და თითოეულსა აქუნდეს ჭურჭელნი მოსრულებისანი ჴელსა შინა თჳსსა.

2და, აჰა, ექუსნი კაცნი მოვიდოდეს გზით ბჭისა მაღლისა, მხედველისაჲთ ჩრდილოდ მიმართ, და კაცადსა ცული ჴელსა შინა მისსა; და კაცი ერთი საშუალ მათსა, შემოსილი პოდირითა და სარტყელი საპფირისაჲ წელთა ზედა მისთა, და შევიდეს და დადგეს მახლობელად მსხუერპლისსაცავსა რვალისასა.

3და დიდებაჲ ღმრთისა ისრაჱლისა აღვიდა ქეროვიმთაგან, რომელი იყო მას ზედა უსაფრთულოსა სახლისასა. და უწოდა კაცსა შემოსილსა პოდირითა, რომელსა აქუნდა წელთა მისთა ზედა სარტყელი.

4და თქუა უფალმან მისდამი: განვლე საშუალ ქალაქი შორის იერუსალჱმისა: და მისცენ სასწაულნი შუბლებსა ზედა კაცთასა, რომელნი სულთითქმენ და რომელთა ელმის ყოველთა ზედა უსჯულოებათა, ქმნილთა მის შორის!

5და მათ ჰრქუა სასმენელად ჩემდა: შევედით შემდგომად მისსა ქალაქად, და ჭრიდით, ნუ ერიდებით თუალითა თქუენითა და ნუ შეიწყალებთ.

6მოხუცებულსა და ჭაბუკსა და ქალწულსა და ჩჩჳლთა და დედათა მოჰკლევდით აღსაჴოცელად. ხოლო ყოველთა ზედა, რომელთა იყოს ნიშანი, ნუ მიეახლებით და წმიდათა ჩემთაგან იწყეთ. და იწყეს კაცთაგან მოხუცებულთა, რომელნი იყუნეს სახლსა შინა.

7და თქუა მათდა მიმართ: შეაგინეთ სახლი და აღავსენით გზანი მკუდრებითა, გამოვიდოდეთ და შჭრიდით და გამოსრულნი სცემდეს ქალაქსა.

8და იყო ჭრასა შინა მათსა, დავემთხჳე მე და დავვარდი მე პირსა ზედა ჩემსა და ღაღად-ვყავ და ვთქუ: ვაჲ მე, ადონაჲ უფალო, აღჰჴოც შენ ნეშტთა ისრაჱლისათა მიფენასა შინა გულის წყრომისა შენისასა იერუსალჱმსა ზედა.

9და თქუა ჩემდამო: სიცრუე სახლისა ისრაჱლისა და იუდაჲსისა განდიდნა ფრიად, ფრიად, რამეთუ აღივსო ქუეყანაჲ ერითა მრავლითა და ქალაქი აღივსო სიცრუითა, და არაწმიდებითა, რამეთუ თქუეს: დაუტევა უფალმან ქუეყანაჲ, არა დაჰხედავს უფალი.

10და ჩემი არა ერიდოს თუალი, აჰა, არ შევიწყალო, გზანი მათნი თავთა მათთამი მივსცენ.

11და, აჰა, კაცმან, შემოსილმან პოდირითა და მორტყმულმან სარტყელითა წელთა მისთა, მიუგო მეტყუელმან: ვყავ, ვითარცა მამცენ.


წინა თავი შემდეგი თავი