მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ეზეკიელ წინასწარმეტყველი
თავი 38

1და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

2ძეო კაცისაო, განიმტკიცე პირი შენი გოგსა ზედა და ქუეყანასა ზედა მაგოგოთასა მთავარსა როსს, მოსოხს და თობელსა, და წინაწარმეტყუელებდ მის ზედა.

3და არქუ მას: ამათ იტყჳს უფალი, უფალი: აჰა, მე შენ ზედა, გოგ, მთავარსა როსს, მოსოხს და თობელს,

4და გარემოგაქციო შენ მრგვლივ და მივსცე აღჳრი ღაწუთა მიმართ შენთა და შეგკრიბო შენ და ყოველი ძალი შენი, და ცხენნი და ცხენოსანნი, შემმოსელნი საჭურველთანი, ყოველნი მთავარნი, შესაკრებელი მრავალი, მშჳლდებისა და ჩაფხუტებისა და ფარებისა მქონებელნი, ყოველნი იგი

5სპარსნი, და ეთიოპელნი, და ლჳდნი, ლიბიელნი, და ფუთნი მათ თანა, ყოველნი ესე ფარებისა და ჩაფხუტებისა და მშჳლდებისა მქონებელნი,

6გომერ და ყოველნი გარემოჲსნი მისნი, სახლი თერგამოჲსი, დასასრულისაგან ჩრდილოჲსა, და ყოველნი სიმტკიცენი მისნი და ნათესავნი მრავალნი მის თანა.

7განემზადენით, განჰმზადე თავი შენი; შენ და ყოველმან შესაკრებელმან შენმან, შემოკრებულთა შენდამი, და მექმნენით ძე წინადასაცველად.

8დღეთაჲთგან უმრავლესთაჲთ განმზადებულ და უკუანაჲსკნელსა წელთასა მოხჳდე; და მოხჳდე ქუეყანად, ქუეყანად გარმიქცეულად მახჳლისაგან, შეკრებულად ერთგან მრავალთა ქუეყანად, ქუეყანასა ზედა ისრაჱლისასა, რომელი იქმნა ოჴერ ყოვლითურთ და ესენი წარმართთაგან გამოვიდეს და დაემკჳდრნენ მშჳდობით ყოველნი იგი.

9და აღმოვიდეს ვითარცა წჳმაჲ, და მოვიდეს, ვითარცა ნიავქარი და ვითარცა ღრუბელი, დაფარვად ქუეყანისა, და დაეცე შენ და ყოველნი შენთანანი და ნათესავნი ყოვლად მრავალნი შენ თანა.

10ამათ იტყჳს ადონაი უფალი: და იყოს მას დღესა შინა, აღვიდენ სიტყუანი გულსა ზედა შენსა და ჰგულისსიტყჳდე გულისსიტყუათა ბოროტთა

11და სთქუა: აღვიდე ქუეყანად განგდებულად, მივიდე დაწყნარებულთა ზედა. ერთა მყუდროებასა შინა და დამკჳდრებულთა მშჳდობით, ყოველთა დამკჳდრებულთა ქუეყანასა, რომლისა არა არს ზღუდე, არცა მოქლონნი, არცა კარები

12წარტყუენვად ნატყუენავთა და იავარ-ყოფად იავარისა მისისა, მოქცევად ჴელი ჩემი ქუეყანასა ზედა მოოჴრებულსა, რომელსა დაეშენოს ნათესავსა ზედა შეკრებულსა ნათესავთაგან მრავალთა, მოქმედსა მოგებისა და მყოფობისასა, დამკჳდრებულსა უპესა ზედა ქუეყანისასა.

13საბა და დადან და ვაჭარნი კარქიდონელნი და ყოველთა დაბათა მათთა გრქუან: სადმე იავარ-ყოფად იავარისა მოხუალ შენ და ტყუე-ყოფად ნატყუენავისა. შეჰკრიბე შესაკრებელი შენი, ეკლესია-ჰყავ ერი შენი მოღებად ვეცხლი და ოქროჲ, და გამოღებად მოგებაჲ და მყოფობაჲ, წარმოტყუენვად ნატყუენავთა დიდ-დიდთა.

14ამითსჳს წინაწარმეტყუელებდ, ძეო კაცისაო, და არქუ გოგს: ამათ იტყჳს ადონაი უფალი: არა დღესა მას შინა დამკჳდრებულ რაჲ იყო ერი ჩემი ისრაჱლი მშჳდობით; სცნა და აღსდგე

15და მოხჳდე ადგილით შენით, დასასრულისაგან ჩრდილოჲსა, შენ და ნათესავნი მრავალნი შენ თანა, აღმავალნი ცხენთა ყოველნი, შესაკრებელი დიდი და ძალი მრავალი.

16და აღხჳდე ერსა ჩემსა ზედა ისრაჱლსა, ვითარცა ღრუბელი, დაფარვად ქუეყანისა, უკანაჲსკნელთა დღეთასა იყვნეთ. და აღმოგიყვანო შენ ქუეყანასა ზედა ჩემსა, რაჲთა მიცნან ყოველთა ნათესავთა მე წმიდა-ყოფასა შინა ჩემსა შენ შორის წინაშე მათსა.

17ამათ ეტყჳს უფალი, უფალი გოგს: შენ ხარ, რომლისათჳს ვიტყოდე პირველ დღეთასა წინავე ჴელითა მონათა ჩემთა წინაწარმეტყუელთა ისრაჱლისათათა, რომელნი წინაწარმეტყუელებდეს მათ დღეთა შინა და წელთა აღმოყვანებასა შენსა მათ ზედა.

18და იყოს მას დღესა შინა, რომელსაცა დღესა მოვიდეს გოგ ქუეყანასა ზედა ისრაჱლისასა, - იტყჳს ადონაი უფალი, აღვიდეს გულისწყრომა ჩემი რისხვითა ჩემითა

19და შური ჩემი ცეცხლითა რისხვისა ჩემისაჲათა, ვიტყოდე, არა თუ მას დღესა შინა იყოს ძრვა დიდი ქუეყანასა ზედა ისრაჱლისასა.

20და შეიძრნენ პირისაგან ჩემისა თევზნი ზღჳსანი, და მფრინველნი ცისანი, და მჴეცნი ველისანი, და ყოველნი ქუეწარმავალნი, რომელნი ვლენან ქუეყანასა ზედა, და ყოველნი კაცნი, მყოფნი პირსა ზედა ქუეყანისასა, და განსქდენ მთანი და დაეცნენ ჴევნი და ყოველი ზღუდე ქუეყანასა ზედა დაეცეს.

21და მოუწოდა მას ზედა შიშსა მახჳლისასა, - იტყჳს ადონაჲ უფალი, - მახჳლი კაცისაჲ ძმასა მისსა ზედა იყოს.

22და ვსაჯო იგი სიკუდილისა მიერ და სისხლისა და წჳმითა წარმღუნელითა, და ქვანი სეტყჳსანი და წუნწუბაჲ ვწვიმო მის ზედა და ყოველთა ზედა მისთანათა და ნათესავთა ზედა მრავალთა მის თანა.

23და განვდიდნე და წმიდა ვიქმნე და დიდებულ ვიქმნე, და ვიცნობო წინაშე ნათესავთა მრავალთასა და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი.


წინა თავი შემდეგი თავი