მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ეზეკიელ წინასწარმეტყველი
თავი 39

1და შენ, ძეო კაცისაო, წინაწარმეტყუელებდ გოგსა ზედა და არქუ: ამათ იტყჳს ადონაი უფალი: აჰა, მე შენ ზედა, გოგ, მთავარსა როსისსა, მოსოქს და თოველს

2და შეგკრიბო შენ და წარგიძღუე შენ და აღმოგიყვანო შენ დასასრულსა ზედა შორირაჲსასა, და მიგიყვანო შენ მთათა ზედა ისრაილისათა.

3დაგყარო მშჳლდი შენი ჴელისაგან შენისა მარცხენისა და ისარნი შენნი ჴელისაგან შენისა მარჯუენისა და დაგამჴუა შენ

4მთათა ზედა ისრაილისათა და დაეცე შენ და ყოველნი შენთანანი და მრავალნი ნათესავნი შენ თანა; მფრინველთა ცისათა და ყოველთა ფრთოვანთა მიეცნეთ და ყოველთა მჴეცთა ქვეყანისათა მიგეც შენ შესაჭმელად.

5პირსა ზედა ველისასა დაეცე, რამეთუ მე, უფალი ვიტყოდე.

6მივავლინო ცეცხლი მაგოგსა ზედა და დაემკჳდრნენ ჭალაკნი მშჳდობით და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი.

7და სახელი ჩემი წმიდაჲ იცნობოს შორის ერისა ჩემისა ისრაჱლისა, და არა შეიგინოს სახელი ჩემი წმიდაჲ, არღა მერმე, და ცნან წარმართთა, ვითარმედ მე ვარ უფალი წმიდაჲ შორის ისრაჱლისა.

8აჰა, მოვალს და სცნა, ვითარმედ იყოს, - იტყჳს ადონაი უფალი. - ესე არს დღე, რომელ ვთქუ.

9და გამოვიდენ დამკჳდრებულნი ისრაჱლისანი ქალაქთაგან, და დასწჳდენ და აღაგზნებდენ საჭურველთა მიერ ფარებისა და ჰოროლებისა და შუბებისა და მშჳლდებისა და ისრებისა. და კუერთხებისა ჴელთაჲსა და ლახურებისა და აღაგზებდენ მათ მიერ ცეცხლსა შჳდთა წელიწადთა.

10და არა მოიღონ შეშაჲ ველით, არცა მოჰკუეთონ მაღნართაგან, არამედ საჭურველთა წუვიდენ ცეცხლითა; და ტყუე-ჰყოფდენ წარმტყუენველთა მათთა და იავარ-ჰყოფდენ იავარმქმნელთა მათთა, - იტყჳს ადონაჲ უფალი.

11და იყოს, მას დღესა შინა მიეცეს გოგს ადგილი სახელოანი, საფლავი ისრაჱლსა შორის, სამრავალკაცოჲ მომავალთაჲ აღმოსავალით ზღჳსაჲთ, და გარემოაშენონ პირისგარე ჴევისაჲ; და დაჰფლან მუნ გოგ და ყოველი სიმრავლე მისი დაეწოდოს მრავალსაკაცო გოგისა.

12და დაჰფლნეს იგინი სახლმან ისრაჱლისამან, რაჲთა განწმიდნეს ქუეყანაჲ შჳდ თთუე.

13და დაჰფლვიდენ მათ ყოველი ერი ქუეყანისა, და იყოს მათდა სახელად დღე, რომელსა შინა ვიდიდო მე, ,,იტყჳს ადონაჲ უფალი.

14და კაცთა განავლინებდენ მარადის ზედმოარულ, რომელნი ვიდოდიან ზედა ქუეყანასა დაფლვად გარემომავალთა თანა, დაშთომილთა პირსა ზედა ქვეყანისასა, რაჲთა განწმინდონ იგი შემდგომად მჳდ თთუესა შჳდთა თთუეთასა.

15და გამოეძიებდენ ყოველი მომვლელი ქუეყანისაჲ და მიმომავალი; მხილველმან ძუალსა კაცისასა აღაშენოს მათ მიერ სასწაული, ვიდრე არა დაჰფლნენ იგინი დამფლველთა გეს შინა, სამრავალკაცოსა გოგისასა.

16და რამეთუ სახელი ქალაქისაჲ დაცემულება და მრავალსაკაცო და განწმდეს ქუეყანაჲ.

17და შენ, ძეო კაცისაო, ამათ იტყჳს ადონაჲ უფალი, - არქუ ყოველსა მფრინველსა და ყოველსა ფრთოანსა და ყოველთა მჴეცთა ველისათა: შეკერბით და მოვედით. და კრება-ყავთ ყოველთაგან გარემოთა მსხუერპლსა ზედა ჩემსა, რომელი მე დაგიდევ თქუენ, მსხუერპლი დიდი მთათა ზედა ისრაჱლისათა, და ჭამეთ ჴორცი და სუთ სისხლი.

18ჴორცი გმირთაჲ ჭამეთ და სისხლი მთავართა ქუეყანისათა სუთ, ვერძნი და ზუარაკნი და ვაცნი და ზუარაკნი, ჭამებულნი ყოველნი.

19და ჭამეთ ცმელი სიმაძღრედ და სუთ სისხლი სიმთრვალედ მსხუერპლისაგან ჩემისა, რომელი დაგიკალ თქუენ.

20და აღივსენით ტაბლისაგან ჩემისა ცხენი და აღმავალი და გმირი და ყოველი კაცი მბრძოლი, - იტყჳს ადონაი უფალი.

21და მივსცე დიდებაჲ ჩემი თქუენ შორის და იხილონ ყოველთა წარმართთა სასჯელი ჩემი, რომელი ვყავ, და ჴელი ჩემი, რომელი მოვაწიე მათ ზედა.

22და ცნას სახლმან ისრაჱლისამან, ვითარმედ მე ვარ უფალი ღმერთი მათი დღითგან ამით და წამართ.

23და ცნან ყოველთა წარმართთა, ვითარმედ ცოდვათა მათთათჳს ტყუე იქმნეს სახლი ისრაჱლისაჲ, მის წილ, რომელი შეურაცხეს ჩემდამო, და მოვიქციე პირი ჩემი მათგან, და მივსცენ იგინი ჴელთა მტერთა მათთასა, და დაეცნეს ყოველნი მახჳლითა.

24არაწმიდებათაებრ მათთა და უსჯულოებათაებრ მათთა უყავ მათ და მივიქციე პირი ჩემი მათგან.

25ამისთჳს ამათ იტყჳს ადონაი უფალი: აწ მოვაქციო ტყუეობაჲ იაკობისი, და შევიწყალო სახლი ისრაჱლისაჲ და ვაშურვო სახელისათჳს ჩემისა წმიდისა.

26და მიიღონ უპატიობაჲ მათი და ყოველნი უსამართლოებანი მათნი, რომელნი იუსამართლოვნეს ჩემდამო, დამკჳდრებასა შინა მათსა ქუეყანასა ზედა მათსა მშჳდობით, და არა იყოს მაშინებელი.

27მო-რაჲ-ვაქცევდე მე მათ წარმართთაგან და შევჰკრებდე მე მათ სოფლებთაგან მტერთა მათთაჲსა, და წმიდა ვიქმნე მე მათ შორის წინაშე მრავალთა ნათესავთასა.

28და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი ღმერთი მათი, გამო-რაჲ- უჩნდე მე მათ წარმართთა შორის, და შევკრიბნე იგინი ქუეყანასა ზედა თჳსსა და არა ვინ დაუტეო მათგანი მათ თანა

29და არა მივიქციო არა მერმე პირი ჩემი მათგან მის წილ, რომელ მივჰფინე გულისწყრომაჲ ჩემი სახლსა ზედა ისრაჱლისასა, - იტყჳს უფალი, უფალი.


წინა თავი შემდეგი თავი