მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ეზეკიელ წინასწარმეტყველი
თავი 22

1და იქმნა სიტყუაჲ, უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

2და შენ, ძეო კაცისაო, შჯი, თუ შჯი ქალაქსა მოსისხლეთასა.

3და უჩუენენ მას ყოველნი უსჯულოებანი მისნი და სთქუა: ამათ იტყჳს ადონაი უფალი: ჵ ქალაქო, დამთხეველო სისხლთაო საშუალ შენსა, მოსლვად ჟამისა შენისა და მყოფო გულისზრახვათაო, ძჳნად თავისა თჳსისა შვგინებად მისსა!

4სისხლთა მიერ მათთა, რომელთა დასთხევდ, გიბრკუმა და გულისზრახვათა შინა შენთა, რომელთა ჰყოფდ, შეიგინებოდე; და მიეახლე დღეთა შენთა და მოიყვანე ჟამი წელიწადთა შენთაჲ; ამისთჳს მიგეც შენ საყუედრელად წარმართთა და სამღერელად ყოველთა სოფლებთა,

5მახლობელთა შენდამი და შორად განშორებულთა შენგან, და იმღეროდიან შენდამი, და ჴმა-ყონ შენ ზედა, არაწმიდა ხარ სახელოანი და ფრიადი უსჯულოებათა შინა შენთა!

6აჰა, მიმთხრობელნი სახლისა ისრაჱლისანი კაცადი ნათესავთა მიმართ თჳსთა აღერეოდა შენ შორის, რაჲთა დასთხიონ სისხლი.

7მამასა და დედასა ძჳრსიტყუვიდეს შენ შორის და მწირისა მიმართ გარემიიქცეოდეს უსამართლოდ შენ შორის, ობოლსა და ქურივსა ჰმძლავრობდეს შენ შორის.

8და წმიდათა ჩემთა შეურაცხ-ჰყოფდეს და შაბათთა ჩემთა შეაგინებდეს შენ შორის.

9კაცნი ავაზაკნი იყვნეს შენ შორის, რაჲთა დასთხევდენ შენ შორის სისხლსა, მთათა ზედა ზორვიდეს შენ შორის და არა ღირსთა ჰყოფდეს შორის შენსა,

10სირცხჳლი მამისაჲ გამოაცხადეს შენ შორის და არაწმიდებასა შინა წიდოანსა დაამდაბლებდეს შენ შორის.

11კაცადი ცოლსა მოყუასისა თჳსისა იუსჯულოებდეს და კაცადი სძალსა თჳსსა შეაგინებდა უთნოობით და კაცადი დასა თჳსსა, ასულსა მამისა თჳსისასა, დაამდაბლებდა შენ შორის;

12ძღუენთა უსამართლოთა მიიხუმიდეს შენ შორის, რაჲთა დასთხიონ სისხლი; ვახშსა და განნამრავლებსა მიიღებდეს შენ შორის და შესრულებულვყო თანამონათესავობაჲ უკეთურებისა შენისა მძლავრებისმიერისაჲ, ხოლო მე დამივიწყე, - იტყჳს ადონაი უფალი.

13და უკუეთუ დავსცე ჴელი ჩემი ჴელისა მიმართ მათ ზედა, რომელნი აღასრულენ და რომელნი ჰყვენ და სისხლთა შენთა ზედა, ქმნილთა შენ შორის.

14უკუეთუ მოთმინე იქმნეს გული შენი, უკუეთუ უძლონ ჴელთა შენთა დღეთა შინა, რომელთა მე ვჰყოფ შენ შორის, მე უფალმან ვთქუ და ვყო.

15და განგაბნიო შენ წარმართთა შორის და განგთესო შენ სოფლებსა შორის და მოღებულ იქმნეს არაწმიდებაჲ შენი შენ შორის.

16და დავიმკჳდრო შენ შორის, წინაშე თესლებსა წარმართთასა, და სცნათ, ვითარმედ მე ვარ უფალი.

17და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

18ძეო კაცისაო, აჰა, იქმნა ჩემდა სახლი ისრაჱლისაჲ აღრეულ ყოველნი: რვალ, და კალა, და რკინა და ბრპენ შორის საჴუმილსა ვეცხლისასა აღრეულნი არიან.

19ამისთჳს არქუ: ამათ იტყჳს ადონაი უფალი: მათ წილ, რომელ იქმნენით ყოველნი ერთშეზავებაჲ ამისთჳს მე შეგიწყნარნე თქუენ საშუალ იერუსალჱმისა,

20ვითარცა შეიწყნარებს ვეცხლი, და რვალი, და რკინაჲ, და ბრპენი, და კალაჲ შორის საჴმილისა გამობერვად მისდამი ცეცხლსა გამოსადნობელად, ეგრეთ შეგიწყნარნე თქუენ რისხვასა შინა ჩემსა

21და შეგკრიბნე და დაგადვნე თქუენ. და მოვჰბერო თქუენდამი ცეცხლითა რისხვისა ჩემისაჲთა და გამოიდვნეთ შორის მისსა.

22ვითარსახედ გამოდნების ვეცხლი შორის ბრძმედსა, ეგრეთ გამოიდვნეთ შორის მისსა და სცნათ, ვითარმედ მე უფალმან მივჰფინვ გულისწყრომაჲ ჩემი თქუენ ზედა.

23და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

24ძეო კაცისაო, არქუ მას: შენ ხარ ქუეყანაჲ არდამლტვარი, არცა წჳმაჲ იქმნა შენ ზედა დღესა შინა რისხვისა შენისასა.

25რომლისა მიმთხრობელნი შორის მისსა, ვითარცა ლომნი მყჳრალნი, მტაცებელნი ნატაცებთანი, შემჭამელნი სულთანი მძლავრებით, სიმდიდრესა და პატივთა მიიხუმენ სიცრუჲთ, და ქურივნი შენნი განმრავლდეს შენ შორის.

26და მღდელთა მისთა შეურაცხ-ყვეს შჯული ჩემი და მწიკულევან-ჰყოფდეს წმიდათა ჩემთა, შორის წმიდისა და ბილწისა არ განარჩევდეს და შორის წმიდისა და არაწმიდისა არ განარჩევდეს; და შაბათთაგან ჩემთა დაიფარვიდეს თუალთა მათთა და შევიგინებოდე შორის მათსა.

27მთავარნი მისნი შორის მისსა, ვითარცა მგელნი, მტაცებელნი ნატაცებთანი, დათხევად სისხლისა, წარწყმედად სულებისა, რაჲთა ანგაჰარებანი ანგაჰარებოდენ.

28და წინაწარმეტყუელნი მისნი მცხებელნი მათდა ვეცხლისანი დაეცნენ, მხედველნი ამაოთანი მემისნენი ცრუთანი, ამათ იტყჳს ადონაი უფალი, და უფალი არა იტყოდა.

29ერსა ქვეყანისასა გამომწურველნი უსამართლოდ და დამტაცებელნი ნატაცებათანი, გლახაკისა და დავრდომილისა მიმხუეჭელნი და მწირისა მიმართ ართანამქცევნი სიმართლით.

30და ვეძიებდ მათგან კაცსა, მქცევსა მართლიად და მდგომსა წინაშე პირისა ჩვმისა ყოვლითურთ ჟამსა შინა რისხვისასა, რაჲთა არა სრულიად მოისპოს იგი, და ვერ ვპოე.

31და მივჰფინე მის ზედა გულისწყრომაჲ ჩემი ცეცხლითა რისხვისა ჩემისაჲთა მოსრულებად მისსა; გზანი მათნი თავთა მათთა მივსცენ, - იტყჳს, ადონაი უფალი.


წინა თავი შემდეგი თავი