მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ეზეკიელ წინასწარმეტყველი
თავი 33

1და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ, ჩემდამო მეტყველი:

2ძეო კაცისაო, არქუ ძეთა ერისა შენისათა და სთქუა მათდამი: ქუეყანასა, რომელსაცა ზედა მოვჴადო მახჳლი მე, და მოიყვანოს ერმან ქუეყანისამან კაცი ერთი მათგანი და მისცენ იგი თავთა მათთა ებგურად.

3და უკუეთუ იხილოს ებგურმან მახჳლი მომავალი ქუეყანასა ზედა, და საყჳრ-სცეს საყჳრსა და დაუნიშნოს ერსა.

4და ესმეს მსმენელსა ჴმაჲ საყჳრისაჲ და არა დაცვა-ყოს და ზედამოვიდეს მახჳლი და ეწიოს მას, სისხლი მისი თავსა ზედა მისსა იყოს.

5რამეთუ ჴმასა საყჳრისასა მსმენელმან არა დაცვა-ყო, სისხლი მისი მას ზედა იყოს; და ესრეთ და რამეთუ დაცვა-ყო, სული თჳსი განირინა.

6და ებგურმან უკეთუ იხილოს მახჳლი მომავალი და არა საყჳრ-სცეს საყჳრსა და არ დაუნიშნოს ერსა, და ერმან არა დაცვა-ყოს და ზედამოსრულმან მახჳლმან მიიღოს მათგან სული, იგი უკუე ცოდვისათჳს თავისა თჳსისა მიღებულ იქმნა, ხოლო სისხლი მისი ჴელისაგან ებგურისა გამოვიძიო.

7და შენ, ძეო კაცისაო, ებგურად მიგეც შენ სახლსა ისრაჱლისასა. და ისმინო პირისა ჩემისაგან სიტყუაჲ და წინდაცვულ ყუნე იგინი ჩემ მიერ.

8თქუმასა შინა ჩემგან ცოდვილისასა: ცოდვილო, სიკუდილით მოჰკუდე, და არა კრძალვა-სცე ცოდვილსა დაცვად უთნოობაჲ მოქცევად მისსა გზისაგან მისისა, ცხოვნებად ძიებად მისსა, უსჯულო იგი უსჯულოებითა მისითა მოკუდეს, ხოლო სისხლი მისი ჴელისაგან შენისა გამოვიძიო.

9ხოლო შენ უკუეთუ წინამიუთხრა უთნოსა გზაჲ მისი მოქცევად მისსა მისგან, და არა მოიქცეს გზისაგან მისისა, იგი ვიდრემე უსჯულოებასა შინა თჳსსა მოკუდეს, ხოლო შენ სული შენი განირინო.

10და შენ ძეო, კაცისაო, არქუ სახლსა ისრაჱლისასა: ესრეთ ჰზრახეთ მეტყუელთა: ცთომანი ჩუენნი და უსჯულოებანი ჩუენნი ჩუენ თანა არიან და მათ შინა დავდნებით და ვითარ ვცხოვნდეთ?

11არქუ მათ: ცხოველ ვარ მე, - იტყჳს ადონაი უფალი, რამეთუ არა მნებავს მე სიკუდილი უთნოჲსაჲ, ვითარ მოქცევაჲ მისი გზისაგან მისისა და ცხოვნებაჲ მისი. მოქცევით მოიქეცით ჩემდამო გზისაგან თქუენისა ბოროტისა, რათა რად მოჰკუდებით, სახლო ისრაჱლისაო?

12და შენ, ძეო კაცისაო, არქუ ძეთა ერისა შენისათა: სიმართლემან მართლისამან ვერ განარინოს იგი, რომელსაცა დღესა სცთეს; და უსჯულოებამან უსჯულოჲსამან ვერ მოკლას, რომელსაცა დღესა მოაქციოს უსჯულოებისაგან მისისა, და მართალსა ვერ ძალ-უც ცხოვნებად სიმართლისათჳს თჳსისა, რომელსაცა დღესა ცოდოს.

13თქუმასა შინა ჩემგან მართლისასა: ცხოვნებით სცხოვნდე, და ესე ესვიდეს სიმართლისა მიმართ თჳსისა და ქმნეს უსჯულოებაჲ, ყოველნი სიმართლენი მისნი არ აღეჴსენნენ მას უსამართლოებასა შინა მისსა, რომელ ქმნა, მას შინა მოკუდეს.

14და ვჰრქუა რაჲ მე უთნოსა: სიკუდილით მოჰკუდე, და მოიქცეს უსჯულოებისაგან თჳსისა და ყოს მსჯავრი და სიმართლე,

15და ნახუთევი თანამდებისაჲ საუკუნო უკუნსცეს, და ნატაცები კუალადაგოს, უშჯულოჲ ბრძანებათა შინა ცხორებისათა ვიდოდის არაქმნად უსამართლოჲ, ცხოვნებით ცხოვნდეს, არა მოკუდეს.

16ყოველნი ცოდვანი მისნი. რომელნი ცოდნა, არა მოეჴსენნენ მას, რამეთუ მსჯავრი და სიმართლე ქმნა, მათ შინა ცხონდეს.

17და იტყჳან ძენი ერისა შენისანი: არა მართალ არს გზაჲ უფლისაჲ. და იგი გზაჲ მათი არა მართალ არს. ხოლო ისმინეთ, სახლო ისრაჱლისაო: ნუ გზაჲ ჩემი არა მართალ არს, არა გზანი თქვენნი არამართალ?

18უკეთუ მიაქციოს მართალმან სიმართლისაგან თჳსისა და ქმნას შეცოდებაჲ, მას შინა მოკუდეს იგი.

19და უკუეთუ მოაქციოს ცოდვილმან უსჯულოებისაგან თჳსისა და ქმნას მსჯავრი და სიმართლე, მათ შინა ცხოვნდეს იგი.

20და ესე არს, რომელ სთქუთ: მართალ არსო გზაჲ უფლისაჲ; თითოეული გზათაებრ თქუენთა გსაჯნე თქუენ, სახლო ისრაჱლისაო.

21და იყო მეათორმეტესა წელსა, მეათესა შინა თთუესა, ხუთსა თთჳსასა, ტყუეობისა ჩუენისასა, მოვიდა ჩემდა იერუსალჱმით განრინებული მეტყუელი: გამოღებულ იქმნა ქალაქი.

22და ჴელი უფლისაჲ იქმნა ჩემ ზედა მიმწუხრი, პირველ მოსლვისა განრინებულისა მის, და აღმიღო პირი ჩემი, ვითარცა მოვიდა ჩემდა განთიად, და აღ-რაჲ-ეღო პირი ჩემი, არღარა დაიპყრა მერმე.

23და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

24ძეო კაცისაო, დამკჳდრებელნი, მოოჴრებელთანი ქუეყანასა ზედა ისრაჱლისასა, მეტყუელნი იტყჳან: ერთი იყო აბრაჰამი და დაიპყრა ქუეყანაჲ და ჩუენ მრავალნი ვართ; ჩუენდა მოცემულ არს დაპყრობად ქუეყანაჲ.

25ამისთჳს თქუ მათდამი: ამათ იტყჳს ადონაი უფალი: ვინაჲთგან სისხლსა სჭამთ და თუალნი თქუენნი აღგიხუმან კერპთა მიმართ თქუენთა, და სისხლსა დასთხევთ და ქუეყანაჲ დაგიმკჳდრებიეს.

26და სდგათ მახჳლსა ზედა თქუენსა, ჰქმნენით საძაგელნი და კაცადი ცოლსა მოყუსისა თჳსისასა შეაგინებთ და ქუეყანაჲ დაიმკჳდრეთ.

27ესრეთ სთქუა მათდამი: ამათ იტყჳს ადონაი უფალი: ცხოველ ვარ მე, უკუეთუ არა მოოჴრებულთა შინა მახჳლითა დაეცნენ და, რომელნი არიან პირსა ზედა ველისასა, მჴეცთა ველისათა მიეცნენ შესაჭმელად და მოზღუდვილთშინათა და ქუაბთშინათა სიკუდილით მოვსწყვედ.

28და მივსცე ქუეყანაჲ ოჴრად და წარწყმედად და დასცხრეს გინებაჲ ძალისა მისისაჲ, მოოჴრდენ მთანი ისრაჱლისანი არყოფისაგან მოარულისა;

29და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი და ვყო ქუეყანა მათი ოჴერ და მოოჴრდეს ყოველთათჳს საძაგელებათა მათთა, რომელნი ქმნნეს.

30და შენ, ძეო კაცისაო, ძენი ერისა შენისანი მომზრახობენ შენთჳს კედელთა თანა და ბჭეთა წინა სახლთასა, და ეზრახებინ კაცადი მოყუასსა თჳსსა და კაცადი ძმასა თჳსსა, მეტყუელნი: შევკრბეთ და ვისმინოთ, რაჲ არს სიტყუაჲ, გამომავალი უფლისაგან.

31და მოვლენ შენდა, ვითარცა შემოკრბების ერი, და დასხდენ წინაშე შენსა ერი ჩემი და ისმენენ სიტყუათა შენთა და არა ჰყოფენ მათ, რამეთუ სიცრუე პირთა შინა მათთა. და კვალსა მას უსჯულოებისა და ბილწობისასა შეუდგენ გულნი მათნი.

32და შენ ექმენ მათ, ვითარცა ჴმაჲ იგი სახიობისაჲ და ჴმაჲ ნესტჳსა მის, და ესმოდეს სიტყუაჲ შენი და არა ყონ.

33და ოდესცა მოვიდენ, იტყჳან: აჰა, მოიწია. და ცნან, ვითარმედ წინაწარმეტყუელი იყო შორის მათსა.


წინა თავი შემდეგი თავი