მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
იერემია წინასწარმეტყველი
თავი 16

1და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

2და შენ ნუ ისუამ ცოლსა. და არა იშვეს შენდა ძე, არცა ასული ადგილსა ამას შინა,

3რამეთუ ამათ იტყჳს უფალი ძეთათჳს და ასულთა, ქმნილთა ადგილსა ამას შინა და დედათა მათთათჳს მლმობელთა მათთა და მამათა მათთათჳს მშობელთა მათთა, ქუეყანასა ამას შინა.

4სიკუდილისა მიერ, ვითარცა ვიტყჳ, მოკუდენ. არა იტყებნენ და არა დაიფლნენ. სამაგალითოდ პირსა ზედა ყოვლისა ქუეყანისასა იყვნენ, და მახჳლისა მიერ დაეცნენ და სიყმილისა მიერ მოესრულნენ. და იყუნენ მძორნი მათნი საჭმელ მფრინველთა ცისათა და მჴეცთა ქუეყანისათა.

5ამათ იტყჳს უფალი: ნუ შეხუალ მწყობრობასა მათსა და ნუ მიხვალ ტყებად და ნუ ეგლოვ მათ, რამეთუ განვაკიდვე მშჳდობაჲ ჩემი ერისა ამისაგან, - იტყჳს უფალი, - და წყალობა ჩემი და შეწყნარებანი ჩემნი.

6და მოკუდენ დიდნი და მცირენი ქუეყანასა ამას შინა. არა დაეფლნენ, არცა ეტყებდენ მათ, არცა რაჲთურთით ქმნან არარაჲ და არა აღიპარსნენ და არცა იტირნენ.

7და არცა განტყდეს პური გლოვასა შინა მათთასა ნუგეშინის-საცემელად მკუდარსა ზედა. არა ასუან მას სასუმელი ნუგეშინის-საცემელად მამასა მისსა ზედა და დედასა მისსა ზედა.

8სახიდ ანკანაკობისა მათისა არა შეხჳდე ოდესცა თანდაჯდომად მათ თანა, ჭამად და სუმად,

9მით, - რამეთუ ამათ იტყჳს უფალი ძალთა ღმერთი ისრაჱლისა, - აჰა, მე დავარღუევ ადგილისა ამისგან წინაშე თუალთა თქუენთა დღეთა შინა თქუენთა ჴმასა სიხარულისასა და ჴმასა შუებისასა და ჴმასა სიძისასა და ჴმასა სძლისასა.

10და იყოს, ოდეს მიუთხრნე ერსა ამას ყოველნი ესე სიტყუანი, და თქუან შენდამო: რასათჳს თქუნა უფალმან ჩუენ ზედა ყოველნი ესე ძჳრნი? რაჲ არს სიცრუენი ჩუენი, და რაჲ ცოდვაჲ ჩუენი, რომელი ვცოდეთ წინაშე უფლისა ღმრთისა ჩუენისა?

11და ჰრქუა მათ: მის წილ, რომელ დამიტევეს მამათა თქუენთა, - იტყჳს უფალი, - და ვიდოდეს უკანა ღმერთთა უცხოთასა და ჰმსახურეს მათ, და თაყუანის-სცეს მათ, და მე დამიტევეს და სჯული ჩემი არა დაიმარხეს.

12და თქუენცა იუკეთურეთვე უფროს მამათა თქუენთასა და, აჰა, თქუენ ხუალთ კაცადნი უკანა სათნოთა გულისა თქუენისათა არსმენად ჩემდა.

13და განგთხინე თქუენ ქუეყანისა ამისგან ქუეყანად. მიმართ, რომელი არა იცით თქუენ და მამათა თქუენთა, და ჰმსახუროთ მუნ ღმერთთა უცხოთა დღე და ღამე, რომელთა არა მოგცენ თქვენ წყალობაჲ.

14ამისთჳს, აჰა, დღენი მოვლენ, - იტყჳს უფალი, - და არა თქუან მერმე: ცხოველ არს უფალი, რომელმან აღმოიყვანნა ძენი ისრაილისანი ქუეყანით ეგჳპტით,

15არამედ ცხოველ არს უფალი, რომელმან აღმოიყვანნა ძვნი ისრაილისანი ქუეყანისაგან ჩრდილოსა და ყოველთაგან სოფლებთა, სადა განიჴადნეს მუნ. და კუალად ვაგნე იგინი ქუეყანასა მათსა, რომელი მივეც მამათა მათთა.

16აჰა, მივავლენ მრავალთა მონადირეთა და მოინადირნენ იგინი. და ამათსა შემდგომად მივავლენ მრავალთა მთხევლართა, - იტყჳს უფალი, - და მოითხევლნენ იგინი ზედა კერძო ყოვლისა მთისა და ზედა კერძო ყოვლისა ბორცჳსა და ჴურელებისაგან კლდეთასა,

17რამეთუ თუალნი ჩემნი ყოველთა ზედა გზათა მათთა და არ დაიფარნენ უსამართლოებანი მათნი წინაშე თუალთა ჩემთა.

18და ნაცვალ-ვაგო მრჩობლეულად სიცრუეთა მათთა და ცოდვათა მათთა მათ წილ, რომელ შეაგინეს ქუეყანა ჩემი, მძორებისა მიერ საძაგელებათა მათთასა და უსჯულოებათა მათთა მიერ, რომლითა შესცოდეს სამკჳდრებელსა ჩემსა.

19უფალო, ძალო ჩემო და შემწეო ჩემო და მისალტოლველო ჩემო დღეთა შინა ძჳრთა ჩემთასა შენდამი, წარმართნი მოვიდენ დასასრულით ქუეყანისათ და თქუან, ვითარმედ: ნაცილად მოიგნეს მამათა ჩუენთა კერპნი და არა არს სარგებელი მათ თანა.

20უკუეთუ ყუნეს კაცმან თავისა თჳსისად ღმერთნი, და იგინი არა არიან ღმერთ.

21აჰა, მე განუცხადო მათ ჟამსა ამას შინა ჴელი ჩემი, და ვაცნობო მათ ძალი ჩემი, და ცნან, ვითარმედ სახელი ჩემი უფალ.


წინა თავი შემდეგი თავი