მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
იერემია წინასწარმეტყველი
თავი 5

1რბიოდეთ გზათა შორის იერუსალიმისათა და იხილეთ და ცანთ და იძიეთ უბანთა ზედა მისთა, უკეთუ ჰპოოთ კაცი, ანუ არს მოქმედი მსჯავრისა და მეძიებელი სარწმუნოებისა, და მლხინებელ-ვიყო მათდა, - იტყჳს უფალი.

2ცხოველ არს უფალი, - იტყჳან. ამისთჳს არა ტყუილსა ზედა ფუცვენ? უფალო,

3თვალნი შენნი სარწმუნოებად მიმართ, ჰგუემენ იგინი და არა სტკიოდა. მოასრულენ იგინი და არა ინებეს მითუალვად წურთაჲ. განიმყარნეს პირნი მათნი უფროს კლდისა და არა ინებეს მოქცევაჲ.

4და მე ვთქუ: ნუუკუე გლახაკნი არიან მით, რამეთუ ვერ შეუძლეს, რამეთუ არა იცნეს გზაჲ უფლისაჲ და სასჯელი ღმრთისაჲ.

5მივიდე მდიდართა მიმართ და ვეზრახო მათ, რამეთუ მათ იცნეს გზა უფლისაჲ და სასჯელი ღმრთისაჲ და, აჰა, ერთბამად შემუსრეს უღელი, განხეთქნეს საკრველნი.

6ამისთჳს დაესხა მათ ლომი მაღნარით, და მგელმან ვიდრე სახლთამდე მოსწყჳდნა იგინი, და ვეფხმან იღჳძა ქალაქთა მათთა ზედა. ყოველნი გამომავალნი მათგან მონადირებულ იქმნენ, რამეთუ განმრავლდეს უთნოობანი მათნი ძლიერად გარემიქცევასა მათსა შინა.

7რომელთა ამათთჳს მლხინებელ-გყო შენ? ძეთა შენთა დამიტევეს მე და ფუცვიდეს არამყოფთა მიმართ ღმერთთა; და განვაძღენ იგინი და იმრუშებდეს და სახლებსა შინა მეძავთასა ისადგურეს.

8ცხენებ დედალთმბორგელ იქმნენ, თითოეული ცოლსა მოყუსისა თჳსისასა შეჰჴჳოდა.

9ნუ ამათ ზედა მოვიხილოა? - იტყჳს უფალი, - ანუ ნათესავსა ზედა ესევითარსა შურ-იგოს სულმან ჩემმან.

10აღვედით კაცისთავოანსა მისსა ზედა და დაარღჳენით, ხოლო აღსასრულსა ნუ ჰყოფთ. დაუტევენით საფუძველნი მისნი, რამეთუ უფლისანი არიან,

11რამეთუ შეურაცხ-ყოფით შეურაცხება-ყო ჩემდამო სახლმან ისრაილისამან, სახლმან იუდაჲსამან, - თქუა უფალმან, -

12უტყუა უფალსა თჳსსა, თქუა უფალმან, - და თქუეს: არა არნ ესე, არა მოვიდენ ჩუენ ზედა ბოროტნი, და მახჳლი და სიყმილი არა ვიხილოთ.

13წინასწარმეტყუელნი ჩუენნი იყუნეს ქარად და სიტყვა უფლისაჲ არა იყო მათ შორის. ესრეთ იყოს მათდა.

14ამისთჳს ამას იტყჳს უფალი ღმერთი ყოვლისა მპყრობელი: ამის წილ, რომელ სთქუთ სიტყვაჲ ესე, აჰა, მე მივსცენ სიტყვანი ჩემნი პირსა შენსა ცეცხლად, და ერი ესე შეშებ და შეჭამენით იგინი.

15აჰა, მე მოვაწიო თქუენ ზედა ნათესავი შორით, სახლო ისრაილისაო! - იტყჳს უფალი, - ნათესავი დასაბამისა არს, პირველ ნათესავი საუკუნითგანი ნათესავი, რომლის არა გესმოდის ენაჲ მისი, და არცა გესმნენ, რომელსა გეტყოდეს.

16კაპარჭნი მისნი, ვითარცა სამარე აღებული, ყოველნი ძლიერ.

17და შეშჭამდენ სამკალსა თქუენსა და პურთა თქუენთა, და შეშჭამდენ ძეთა თქუენთა და ასულთა თქუენთა, და შეშჭამდენ ზუარაკთა თქვენთა და ცხოვართა თქუენთა, და შეშჭამდენ ვენაჴთა თქუენთა და ლეღოანსა თქუენსა და ზეთისხეოანსა თქუენსა, და განლეწნენ ქალაქნი მტკიცენი ჩუენნი, რომელთა ესევდით მათდა მიმართ და მახჳლისა.

18და იყოს, მათ დღეთა შინა, - იტყჳს უფალი ღმერთი შენი, - არა გყუნე აღსასრულ.

19და იყოს, ოდეს სთქუათ: რაჲსათჳს მიყვნა უფალმან ღმერთმან ჩუენ ყოველნი ესე? და ჰრქუა მათ: მის ძლით, რომელ დამიტევეთ მე და ჰმონეთ ღმერთთა უცხოთა ქუეყანასა შინა თქუენსა, ეგრეთ ჰმსახურთ უცხოთა ქუეყანასა შინა არა თქუენსა.

20მიუთხრენით ესე სახლისა მიმართ იაკობისსა, და სასმენელ იქმნენინ სახლისა მიმართ იუდაჲსსა და არქუთ.

21ისმინენ ესენი ერმან სულელმან და უგულომან: თვალნი მათდა, და არა ხედვენ, ყურნი მათდა, და არა ესმისყე.

22ნუ ჩემგან არა შეიშინოთ! - იტყჳს უფალი, - ანუ პირისა ჩემისაგან არ იწიწვოდით, რომელმან დავაწესე ქჳშაჲ საზღუარად ზღჳსა ბრძანებად საუკუნოდ და არა ზეშთაჰჴდეს მას, და აღიძრას და ვერ შეუძლოს, და აღიტყუელონ ღელვათა მისთა და არა ზეშთაჰჴდენ მას.

23ხოლო ერისა ამის იქმნა გული ურჩი და ურწმუნოჲ, მიაქციეს და წარვიდეს.

24და არა თქუეს გულთა შინა მათთა: შევიშინოთ უფლისაგან ღმრთისა ჩუენისა, მომცემელისა ჩუენდა წჳმასა, მსთუასა და მცხუედსა ჟამსა შინა, და სრულებისასა ბრძანებასა მკისასა და დამიცვნა ჩვენ.

25უსჯულოებათა თქუენთა განდრიკნეს ესენი და ცოდვათა თქუენთა მოაკლნეს კეთილნი თქუენგან,

26რამეთუ იპოვნეს ერსა შორის ჩემსა უთნონი და მახენი, ვითარცა საბრჴენი და საბრჴენი, ვითარცა მახე მონადირისა, დაარწყუნეს განსახრწნელად კაცთა

27და შეიპყრობდეს, ვითარცა მახე აღფოლხუებული, სავსე მფრინველებითა, ეგრეთ სახლნი მათნი სავსე ზაკუვითა, ამისთჳს განდიდნეს და გამდიდრდეს,

28განსუქნეს და განპოხნეს და გარდაჰჴდეს სიტყვათა ჩემთა და მსჯავრსა, და არა შჯიდეს მსჯავრსა ობლისასა და მსჯავრსა ქურივისასა არ სჯიდეს.

29ნუ ამათ ზედა არ მოვიხილოა? - იტყჳს უფალი, - ანუ ნათესავისაგან ესევითარისა არ შურ-იგოს სულმან ჩემმან?

30განკრთომაჲ და შეძრწუნებანი იქმნეს ქუეყანასა ზედა.

31წინაწარმეტყუელნი წინასწარმიმეტყველებენ უმართლოთა და მღდელთა აღიტყუელნეს ჴელნი მათნი და ერმან ჩემმან შეიყვარა ესრეთ და რაჲ ჰყოთ ამის შემდგომადთა შინა?


წინა თავი შემდეგი თავი