მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
იერემია წინასწარმეტყველი
თავი 38

1და ესმა სოფონიას, ძესა ნათანისსა, და გოდოლიას, ძესა პასქორისსა, და იოაქაზს, ძესა სელემისსა, და პასქორს, ძესა მელიქისსა, სიტყვათა, რომელთა იტყოდა იერემია, ყოვლისა მიმართ ერისა მეტყუელი:

2ესრეთ თქუა უფალმან: მჯდომარე ქალაქსა ამას შინა მოკუდეს მახჳლისა მიერ და სიყმილისა და სიკუდილისა, და განმავალი ქალდეველთა მიმართ ცხონდეს. და იყოს სული მისი მოპოვნებულ და ცხოვნდეს.

3რამეთუ ამათ იტყჳს უფალი: მიცემით მიეცეს ქალაქი ესე ჴელთა ძალისა მეფისა ბაბილოანისათა, და დაიპყრას იგი.

4და ჰრქუეს მთავართა მეფესა: მოიკალნ აწ კაცი იგი, რამეთუ იგი დაჰჴსნის ჴელებსა კაცთა მბრძოლთა დაშთომილთასა ქალაქსა ამას შინა და ჴელთა ყოვლისა ერისათა დაჰჴსნის მეტყუელი მათდამი მსგავსად სიტყვათა ამათ, რამეთუ კაცი ესე არუწყებისმთხრობლობს ერისა ამის მშჳდობასა, არამედ რამეთუ ძჳრთა.

5და თქვა მეფემან სედეკია: აჰა, ეგე ჴელთა შინა თქუენთა, რამეთუ ვერ ეძლო მათდა მიმართ მეფესა სიტყვა.

6და მიიყვანეს იერემია და შთააგდეს იგი მღჳმესა მელქისსა, ძისა მეფისასა, რომელი იყო ეზოსა საპყრობილისასა, და შთაუტევეს იგი საბლებითა მღჳმედ. და მღჳმესა შინა არა იყო წყალი, არამედ მწჳრე და იყო მწჳრესა შინა.

7და ისმინა აბდემელექ ეთიოპმან, კაცმან საჭურისმან, და იგი იყო ეზოსა შინა მეფისა, ოდეს შთააგდეს იერემია მღჳმედ. და მეფე ჯდა ბჭესა ზედა ბენიამენისსა.

8და განვიდა აბდემელექ მისდამი და იტყოდა მეფისა მიმართ:

9უფალო ჩემო მეფე! იბოროტეს კაცთა ამათ ყოველნი, რავდენნი უყვეს იერემიას, წინაწარმეტყუელსა, რამეთუ შთააგდეს იგი მღჳმედ და მოკუდეს უქუეკერძო მისსა. იბოროტე, რომელ ჰყავ მოკლვაჲ კაცისა ღმრთისაჲ პირისაგან სიყმილისა, რამეთუ არა არიან პურნი ქალაქსა შინა.

10და ამცნო მეფემან აბდემელექს ეთიოპსა მეტყუელმან: მიიხუენ თავისა შენისა თანა ამიერ ოცდაათნი კაცნი და აღმოიყვანე იგი მღჳმით, რაჲთა არა მოკუდეს.

11და წარიყვანნა აბემელექ კაცნი და შევიდა სახიდ მეფისა ქუეშედ, და გამოიხუნა მიერ ძუელნი ბებკულნი და ძუელნი საბელნი და შთაყარნა იგინი იერემიას მიმართ მღჳმედ.

12და თქუა მისდა მიმართ აბემელექ ეთიოპმან: დასხენ ძუელნი ესე ბებკულნი და მატყლიერნი იღლიათა ქუეშე ჴელთა შენთასა ქუეშე კერძო საბელთასა. და ქმნა იერემია ეგრეთ.

13და აღმოიზიდეს იგი საბელთა მიერ და აღმოიყვანეს იგი მღჳმისაგან, და დაჯდა იერემია ეზოსა შინა საპყრობილისასა.

14და მიავლინა მეფემან სედეკია და მიუწოდა მას თჳსსა მიმართ სახიდ სალათიილისსა მყოფად სახლსა შინა უფლისასა, და ჰრქუა მეფემან იერემიას წინაწარმეტყუელსა: გკითხო მე შენ სიტყუა, ნუ დაჰმალავ ჩემგან თქმასა.

15და ჰრქუა იერემია მეფესა: უკეთუ მე გითხრა შენ, არა სიკუდილითა მომაკუდინოა მე? და უკეთუ განგაზრახო, არა ისმინო ჩემი.

16და ეფუცა მას მეფე იდუმალ მეტყუელი: ცხოველ არს უფალი, რომელმან შექმნა ჩემი ესე სული, უკუეთუ მოგაკუდინო შენ, და უკეთუ განგცე შენ ჴელებსა ამათ კაცთა მეძიებელთა სულისა შენისათასა.

17და ჰრქუა მას იერემია: ესრეთ თქუა უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაილისამან: უკეთუ განსრული განხჳდე მთავართა მიმართ მეფისა ბაბილოვნისათა და ცხოვნდეს სული შენი, და ქალაქი ესე არა დაიწვას ცეცხლითა, და სცხოვნდე შენ და სახლი შენი.

18ხოლო უკეთუ არა განხჳდე შენ მთავართა მიმართ მეფისა ბაბილოვნისათა, განეცეს ქალაქი ესე ჴელთა ქალდეველთასა, და დაწუან იგი ცეცხლითა, და შენ არა განერე მათგან.

19და ჰრქუა მეფემან იერემიას წინაწარმეტყუელსა: მე სიტყუა მაქუს იუდეანთა მილტოლვილთა ქალდეველთა მიმართ. ნუ მიმცენ მე ჴელთა მათთა და მეკიცხევდენ მე?

20და ჰრქუა იერემია: არა გაგცენ შენ. და ისმინე სიტყუაჲ უფლისაჲ, რომელსა მე ვიტყჳ შენდამი, და უმჯობეს იყოს შენდა, და ცხოვნდეს სული შენი.

21და უკეთუ არა გნებავს შენ განსლვად, ესე არს სიტყუა, რომელ მიჩუენა მე უფალმან,

22და აჰა, ყოველნი დედანი დაშთომილნი სახლსა შინა მეფისა იუდაჲსასა განიყვანნენ მთავართა მიმართ მეფისა ბაბილონისათა, და იგინიცა იტყოდეს: შეგაცთუნეს შენ და გერეოდეს შენ კაცნი მშჳდობისა შენისანი, და გძლონ შენ ბრკუმასა შინა ფერჴისა შენისასა, და მიიქცენ შენგან,

23და ყოველნი ცოლნი შენნი და შვილნი შენნი განჰგუარნენ ქალდეველთა მიმართ, და შენ ვერ განერე ჴელთა მათთაგან, რამეთუ ჴვლისაგან მეფისა ბაბილოვნისა შეპყრობილ იქმნე, და ქალაქი ესე დაიწუას ცეცხლითა.

24და ჰრქუა მას მეფემან: კაცი ნუ სცნობნ სიტყვათა ამათგანსა და არა მოჰკუდე.

25და უკეთუ ესმეს მთავართა, ვითარმედ: გეზრახე შენ და მოვიდენ შენდა და გრქუან შენ: მითხარ ჩუენ, რასა გეზრახა შენ მეფე, ნუ დაჰფარავ ჩუენგან, და არა მოკგლათ შენ, და რასა ეზრახე მეფესა?

26და ჰრქუა მათ: დავაგდებდ მე წყალობასა ჩემსა წინაშე პირსა მეფისასა არ მიქცევისათჳს ჩემისა კუალად სახიდ იონათანისა მოსიკუდიდ ჩემდა მუნ.

27და მოვიდეს ყოველნი მთავარნი იერემიაჲს მიმართ და ჰკითხეს მას. და მიუთხრნა მათ ყოველნი ესე სიტყუანი, რომელნი ამცნნა მას მეფემან და დადუმნეს, რამეთუ არა ისმა სიტყუა უფლისაჲ.

28და დაჯდა იერემია ეზოსა საპყრობილისასა ვიდრე ჟამამდე, რომელსა დაპყრობილ იქმნა იერუსალიმი. და იყო, რაჟამს დაიპყრეს იერუსალიმი.


წინა თავი შემდეგი თავი