მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
იერემია წინასწარმეტყველი
თავი 20

1და ესმა პასქორს, ძესა ემმირისსა, მღდელსა, და იგი იყო დადგინებულ სახლსა უფლისასა, იერემიას წინაწარმეტყუელება სიტყუათაჲ ამათ.

2და უხეთქნა პასქორმან იერემიას წინაწარმეტყუელსა და შთააგდო იგი მღჳმესა, რომელი იყო ბჭეთა თანა ბენიამენისსა სახლისა განკიდებულისა ქორედისა, რომელი იყო სახლსა შინა უფლისასა.

3და იყო ხვალისაგან, და გამოიყვანა პასქორმან იერემია მღვიმით და ჰრქუა მას იერემია: არა პასქორ გიწოდა უფალმან სახელი შენი, არამედ გარდასახლებულ

4მით, რამეთუ ამათ იტყჳს უფალი: აჰა, მე მიგცემ შენ გარდასახლებად ყოველთა თანა მოყვარეთა შენთა, და დაეცნენ მახჳლითა მტერთა მათთაჲთა, და თუალთა შენთა იხილონ. და შენ და ყოველი იუდაჲ მივსცე ჴელთა მეფისა ბაბილოვნისათა, და გარდაასახლენ იგინი ბაბილოვნად და დაჭრნენ იგინი მახჳლითა.

5და მივსცნე ყოველი ძალი ქალაქისა ამის და ყოველნი ნაშრომნი მისნი და ყოველი პატივი მისი, და ყოველნი საუნჯენი მეფისა იუდაჲსნი მივსცნე ჴელთა მტერთა მათთასა, და წარიხუნენ იგინი ბაბილონად.

6და შენ, პასქორო, და ყოველნი დამკჳდრებულნი სახლსა შინა შენსა, წარხჳდეთ ტყუეობად და ბაბილონად მიხჳდეთ და მუნ მოჰკუდე. და მუნ დაეფლა შენ და ყოველნი მეგობარნი შენნი, რომელთა უწინასწარმეტყუელებდ მათ ცრუსა.

7შემაცთუნე მე, უფალო, და შევსცეთ. შემიპყარ და მძლე ვიქმენ საცინელად, ყოველი დღე წარვლე განკიცხულმან.

8რამეთუ განმწარებულითა სიტყჳთა ჩემითა ვიცინოდი უდებლობასა და საარებულობასა მოვხადო, რამეთუ იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდა საყუედრელად და საგიობელ ყოველსა დღესა.

9და ვთქუ: არა სახელ-ვსდვა სახელსა ღმრთისასა და არა ვიტყოდი მერმე სახელსა ზედა მისსა. და იქმნა გულსა შინა ჩემსა, ვითარცა ცეცხლი მგზებარე და მოტყინარე და შემყენებელი შორის ძუალთა ჩემთა, და შეუცავ ყოველგნით, და ვერ ძალ-მიც თავს-დებაჲ,

10რამეთუ მესმა გიობაჲ მრავალთაჲ შეკრებულთა ჩემ ზედა მრგულივ, მეტყუელთა: ზედააღდეგით და ზედააღუდგეთ მას ყოველნი კაცნი მიყუარნი მისნი, განიხილეთ წულილ მოგონებაჲ მისი, ანუ შეაცთუნეთ და ვსძლოთ მას, და მოვიღოთ შურისძიებაჲ ჩუენი მისგან.

11და უფალი ჩემ თანა, ვითარცა მბრძოლი ძლიერი. ამისთჳს მდევნეს და გაგონებად ვერ უძლოყე. ერცხჳნა ფრიად, რამეთუ აგრძნეს უპატიობანი მათნი, რომელნი საუკუნომდე არდავიწყებულ იქმნენ.

12უფალო ძალთაო, გამომცდელო სამართალთაო, გულისხმის-მყოფელო თირკმელთა და გულთაო. მიხილავსმცა შენმიერი შურისძიებაჲ მათგან, რამეთუ შენდა მიმართ განვაცხადენ პასუხის-მიცემანი ჩემნი.

13უგალობდით უფალსა, აქებდით მას, რამეთუ განარინა სული გლახაკისაჲ ჴელისაგან მბოროტებელთასა.

14დაწყეულ დღე, რომელსა ვიშევ მას შინა, დღე, რომელსა შინა მშვა მე დედამან ჩემმან, ნუ იყოფინ ზედლოცვით.

15დაწყეულ კაცი, მახარებელი მამისა ჩემისა, მეტყუელი: გეშვა შენ ძე წული, ნუ მხიარულ იყავნ.

16და იყავნ კაცი იგი, ვითარცა ქალაქნი, რომელნი დააქცინა უფალმან გულისწყრომით და არ შეინანა. ესმედ ღაღადებისაჲ განთიად და ვალალაებისაჲ ჟამსა შუადღისასა,

17რამეთუ არ მომკლა მე საშოსა შინა მსაშოებელისა ჩემისასა, და იქმნა დედაჲ ჩემი საფლავ ჩემდა, და საშო მიდგომილებისა საუკუნოჲსა.

18რაჲსა ამისთჳს გამოვედ საშოჲთ, ხილვად შრომათა და ტკივილთა და გარდაჴდეს სირცხჳლსა შინა დღენი ჩემნი?


წინა თავი შემდეგი თავი