მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
იერემია წინასწარმეტყველი
თავი 33

1და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ მეორედ იერემიაჲს მიმართ, და იგი იყო კრულ ეზოსა შინა საპყრობილისასა მეტყუელი:

2ესრეთ თქუა უფალმან, შემქმნელმან ქვეყანისამან და განმზელელმან მისმან, აღმართეად იგი, - უფალ სახელი მისი.

3ხოლო ჴმა-ყავ ჩემდამო, და მოგიგო მე შენ და მიგითხრნე შენ დიდნი და ძლიერნი, რომელნი არა იცოდენ იგინი,

4რამეთუ ესრეთ თქუა უფალმან, ღმერთმან ისრაელისამან, სახლთათჳს ამის ქალაქისათა და სახლისათჳს მეფისა იუდაჲსასა, დარღუეულთათჳს პატნეზებად და წინსაბრძოლებად, და მახჳლისათჳს.

5მომავალისა ბრძოლად ქალდეველთა მიმართ, და აღვსებად იგი მკუდართაგან კაცთა, რომელნი მოვსრენ რისხვითა ჩემითა და გულისწყრომითა ჩემითა, და მივიქციე პირი ჩემი მათგან ყოველთა უკეთურებათა მათთათჳს.

6აჰა, მე აღვიღებ მათ ზედა მახჳლსა და აჰა, მე მოვაწიო მათ ზედა შებრძჳლვა და კურნებაჲ, და განვკურნნე იგინი, და ვყო მათთჳს მშჳდობა და სარწმუნოებაჲ.

7და მოვაქციო განსახლვა იუდაჲსი და განსახლვაჲ იერუსალიმისა, და აღვაშენნე იგინი, ვითარცა პირველ.

8და განვწმიდნე იგინი ყოველთაგან სიცრუეთა მათთა, რომელნი შემცოდნეს მე და არ მოვიჴსენო ცოდვათა მათთაჲ, რომელნი შემცოდნეს მე, და ულხინო ცოდვათა მათთა, რომელთა მიერ განდგეს ჩემგან.

9და იყვნენ ჩემდა სახელად სიხარულისა და საქებელად და განსადიდებელად ყოველთა მიერ ნათესავთა ქუეყანისათა, რომელთა ესმნენ ყოველნი კეთილნი, რომელთა მე უყოფ მათ და განჰკრთენ და განმწარდენ ყოველთათჳს კეთილთა და ყოვლისათჳს მშჳდობისა, რომელსა მე უყოფ მათ.

10ესრეთ თქუა უფალმან: მერმეცა ისმეს ადგილსა ამას, რომლისათჳს თქუენ იტყჳთ: უდაბნო არსო კაცთაგან და საცხოვართა ქალაქებსა შინა იუდაჲსასა და გარემოჲს იერუსალიმისა მოოჴრებულთა არყოფისაგან კაცთა და საცხოვართასა.

11ჴმაჲ სიხარულისა და ჴმაჲ მხიარულებისაჲ, ჴმაჲ სიძისა და ჴმაჲ სძლისაჲ, ჴმაჲ მეტყუელთა: აღუვარებდით უფალსა ყოვლისა მპყრობელსა, რამეთუ სახიერ უფალი, რამეთუ საუკუნეთა არს წყალობაჲ მისი. და შეიხუნენ ძღუენნი ლხინებისათჳს სახიდ უფლისა, რამეთუ მოვაქციო განსახლვაჲ ქუეყანისაჲ, მის ყოველი პირველებრვე, - თქუა უფალმან,

12ესრეთ იტყჳს უფალი ძალთაჲ, ღმერთი ისრაილისაჲ; მერმეცა იყოს ადგილსა ამას უდაბნო ქმნილსა არყოფითა კაცთა და საცხოვართაჲთა, და ყოველთა შინა ქალაქთა მისთა, სავანებთა მწყემსთასა, დამაწვენელთა სამწყსოთა მათთასა,

13ქალაქთა შორის მთით კერძოთა და ქალაქთა სეფილაჲსთა და ქალაქთა ნაგევისათა, და ქუეყანასა შინა ბენიამენისსა, და გარემოჲსთა შორის იერუსალემისათა და ქალაქთა შორის იუდაჲსთა. მერმე წარჴდენ ცხოვარნი ჴელსა ზედა მრიცხველისასა, - თქუა უფალმან.

14აჰა, დღენი მოვლენ, - იტყჳს უფალი, - და აღვადგინო სიტყუაჲ ჩემი კეთილი, რომელი ვთქუ სახლსა ზედა ჩემსა ისრაელსა და სახლსა ზედა იუდაჲსასა.

15და მათ დღეთა შინა და მას ჟამსა შინა აღმოუვლინო დავითს აღმოსავალი მართალი და ქმნას მსჯავრი და სიმართლე ქუეყანასა ზედა.

16მათ დღეთა შინა ცხონდეს იუდეა, და იერუსალემი დაემკჳდროს სასოებით. და ესე სახელი, რომელი ეწოდოს: ,,უფალი სიმართლე ჩუენი“.

17რამეთუ ამათ იტყჳს უფალი: არა მოაკლდეს დავითს მამაკაცი, მჯდომარე საყდარსა ზედა სახლისა ისრაჱლისასა.

18და მღდელთა ლევიტელთა არა მოაკლდეს მამაკაცი პირისაგან ჩემისა, აღმომრთმელი ყოვლად დასაწველისაჲ და მკუმეველი საკუმეველისაჲ და მყოფელი საკუერთხსა ყოველთა დღეთა.

19და იქმნა სიტყვა უფლისაჲ იერემიას მიმართ მეტყუელი:

20ამათ იტყჳს უფალი: უკეთუ განქარდეს აღთქმაჲ ჩემი დღისაჲ და აღთქმაჲ ჩემი ღამისაჲ არყოფითა დღისა და ღამისაჲთა ჟამსა შინა მათსა.

21და აღთქმაცა ჩემი განქარდეს დავითის თანა, მონისა ჩემისა, არყოფად მისსა ძე, მმეფობი საყდარსა ზედა მისსა, და მღდელთა მიმართ და ლევიტელთა, მწირველთა ჩემთა.

22ვითარცა ვერ აღირაცხვის ძალი ცისაჲ, ვერცა აღითვალვის ქჳშაჲ ზღჳსაჲ, ეგრეთ განვამრავლო თესლი დავითის, მონისა ჩემისაჲ, და ლევიტელთა მწირველთა ჩემთა.

23და იქმნა სიტყვა უფლისაჲ, იერემიაჲს მიმართ მეტყუელი:

24არა სადმე იხილეა, რაჲ ერმან ამან თქუა მეტყუელმან: ,,ორნი ტომნი, რომელნი გამოირჩინა უფალმან მათ შორის და, აჰა, განიშორნა იგინი~? და განაძჳნეს ერი ჩემი არყოფად მერმე ნათესავად წინაშე მათსა.

25ამათ იტყჳს უფალი: უკუეთუ აღთქმაჲ ჩემი დღისა და ღამისა, სიმკაცრენი ცისა და ქუეყანისანი არ განვაწესენ.

26თესლიცა სადმე იაკობისი და დავით, მონისა ჩემისაჲ გამოუცდელ-ვყო, არმოყვანებად მთავარი თესლისაგან მისისა, ნათესავისა მიმართ აბრაჰამისსა და ისაკისსა და იაკობისსა, რამეთუ მოვაქციო მოქცევაჲ მათი და შევიწყალნე იგინი.


წინა თავი შემდეგი თავი