მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
იერემია წინასწარმეტყველი
თავი 8

1მას ჟამსა შინა, - იტყჳს უფალი, - გამოიხუნენ ძუალნი მეფეთა იუდაჲსთანი და ძუალნი მთავართა მათთანი, და ძუალნი წინაწარმეტყუელთა მათთანი და დამკჳდრებულთანი იერუსალიმს საფლავთაგან მათთა.

2და განაჴმნენ იგინი წინაშე მზისა და წინაშე მთოვარისა და წინაშე ყოველთა ვარსკვლავთა და წინაშე ყოვლისა მჴედრობისა ცისასა, რომელნი შეიყუარნეს, და რომელთა ჰმსახურეს, და რომელთასა ვიდოდეს შემდგომად მათსა, და რომელთა ერჩდეს და რომელთა თაყვანის-სცეს მათ. არავინ ეტყებდეს და არცა ტიროდენ, არა შეიკრიბნენ, არცა დაეფლნენ და იყუნენ სამაგალითოდ პირისაგან ქუეყანისა,

3რამეთუ აღირჩიეს სიკუდილი ვიდრე ცხოვრება და ყოველთა ნეშტთა დაშთომილთა ნათესავისა მისგან უკეთურისა ყოველსა შინა ადგილსა დაშთომილი, რომელსაცა განვჴადნე იგინი მუნ, - რამეთუ ამათ იტყჳს უფალი ძალთა.

4და ჰრქუა მათ: ვითარმედ ამას იტყჳს უფალი: ნუ დაცემული არ აღდგების? ანუ მიქცეული არ მოიქცევის?

5რაჲსათჳს მიაქცია ერმან ამან და ისრაილმან მიქცევითა ლიბრითა? და დაპყრობილ იქმნეს აღრჩევასა მათსა შინა და არა ინებეს მოქცევად?

6ყურად-იღეთ და ისმინეთ, არა ესრეთ იტყოდიან: არა არს კაცი შემნანებელი უკეთურებისაგან მისისა მეტყუელი: რა ვყავ? არა მოაკლდა მსრბოლი სასრბოჲსაგან თჳსისა, ვითარცა ცხენი ოფლიერი ჴვივილსა შინა მისსა.

7და ასიდამან ცათა შინა ცნა ჟამი თჳსი. გურიტმან და მჭურინავმან და მერცხალმან, ველისა სირთა, დაიცვნეს ჟამნი შემოსლვისა მათისანი, ხოლო ერმან ჩემმან არა ცნა სასჯელნი უფლისანი.

8ვითარ იტყჳთ, ვითარმედ ბრძენნი ვართ ჩუენ. და სჯული უფლისაჲ ჩუენ თანა არს? ამაოჲსა მიმართ იყო წილი მტყუარი მწიგნობართა.

9ერცხჳნა ბრძენთა, და დაინაბნეს და მომედგრდეს, რამეთუ სიტყვა უფლისაჲ აგამოუცდელეს. სიბრძნე რაჲ არს მათ შორის?

10ამისთჳს მივსცნე ცოლნი მათნი სხუათა და აგარაკნი მათნი მემკჳდრეთა უცხოთა, რამეთუ მცირითგან მათით ვიდრე დიდადმდე მათა ყოველნივე ჰანგრობენ ანგარებასა, წინაწარმეტყუელთაგან ვიდრე მღდელამდე მათა ყოველივე იქმან სიცრუესა.

11და ულხენდეს შემუსრვილებასა ასულისა ერისა ჩემისასა უპატიოდ და იტყოდეს: მშჳდობა, მშჳდობაჲ. და სადა არა არს მშჳდობა?

12რცხუენა, რამეთუ საძაგელ იქმნნეს, და სირცხჳლი არავე შეირცხჳნეს და კდემულება არა ცნეს. ამისთჳს დაეცნენ დაცემულთა თანა, ჟამსა მოხედვისა მათისასა მოუძლურდენ,-თქუა უფალმან, -

13და შეჰკრებდენ ნაშრომთა მათთა, - იტყჳს უფალი, - არა არს ყურძენი ვენაჴთა შინა და არა არს ლეღჳ ლეღოანთა შორის. და ფურცელნი დამოსცჳვეს, რომელ მივეცით მათ, გარეწარჴდა.

14რაჲსათჳს ვსხდეთ ჩუენ შეკრებულად? და შევიდეთ ქალაქებსა მაგართა, და შევცჳვეთ მუნ, რამეთუ ღმერთმან განმყარნა ჩუენ და მასუა ჩუენ წყალი ნავღლისა, რამეთუ ვცოდეთ წინაშე მისსა.

15შევკერბით მშჳდობისათჳს. და არა არიან კეთილნი ჟამსა კურნებისასა. და, აჰა, სწრაფაჲ.

16დანით გუესმა ჴმაჲ სიმახჳლისა ცხენთა მისთასა, ჴმისაგან ჴჳვილისა ცხენოსნობისა ცხენთა მისთასა შეიძრა ყოველი ქუეყანა, და მოვიდეს და შეჭამოს ქუეყანა და სავსება მისი, ქალაქი და შინა დამკჳდრებულნი მის შორის

17მით, რამეთუ, აჰა, გამოვავლენ თქუენდამი გუელთა მაკუდინებელთა, რომელთა არა არს სახრვაჲ, და გკბენდენ თქუენ, - იტყჳს უფალი, -

18უკურნებელად სალმობიერებითა გულისა თქუენისა უღონოქმნულისათა.

19აჰა, ჴმაჲ ღაღადებისა ასულისა ერისა ჩემისა ქუეყანისაგან შორიელისა. ნუ უფალი არა არს სიონსა შინა, ანუ მეფე არა არს მუნ? მით, რამეთუ განმარისხეს მე, ქანდაკებულთა მათთჳს და ამაოთა მიერ უცხოთა.

20წარჴდა მკაჲ, და წარვიდა ლეწვაჲ, და ჩუენ ვერ განვერენით.

21შემუსრვათა ზედა ასულისა ერისა ჩემისათა დაბნელდა შეცბუნებულობაჲ. მძლე მექმნეს მე, ვითარცა სალმობანი მშობიარისანი.

22ნუ რიტინი არა არს გაალადს, ანუ მკურნალი არა არს მუნ? რაჲსათჳს არა აღვიდა კურნებად ასული ერისა ჩემისა?


წინა თავი შემდეგი თავი