მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ესაია წინასწარმეტყველი
თავი 13

1ხილვა, რომელი იხილა ესაია, ძემან ამოსისმან, ძჳნად ბაბილონისა.

2მთასა ზედა ევლოანსა აღიღეთ სასწაული, აღიმაღლეთ ჴმაჲ თქუენი, ნუ გეშინინყე. ნუგეშინის-ეცით ჴელითა, აღაღეთ მთავართა.

3მე დავაწესო, განწმენდილნი არიან, და მე შევკრიბნე იგინი; გმირნი მოვლენ დაცხრობად რისხვისა ჩემისა, მოხარულნი ერთბამად და მაგინებელნი.

4ჴმაჲ ნათესავთა მრავალთა მთათა ზედა მსგავსი ნათესავთა მრავალთა, ჴმა მეფეთა და ნათესავთა შეკრებულთა. უფალმან საბაოთ უბრძანა ნათესავსა საჭურველით მბრძოლისა

5მოსლვა ქუეყანისაგან შორიელისა მწუერვალისაგან საფუძველისა ცისასა უფალმან და საჭურველით მბრძოლთა მისთა განხრწნად ყოვლისა მკჳდროვნისა და ცოდვილთა წარწყმედად მისგან.

6ვალალაებდით, რამეთუ ახლოს არს დღე უფლისაჲ და შემუსრვა ღმრთისა მიერ მოიწიოს.

7ამისთჳს ყოველი ჴელი დაიჴსნას და ყოველი სული კაცისა შეშინდეს.

8და შეშფოთნენ მოციქულნი და სალმობამან შეიპყრნეს იგინი, ვითარცა დედაკაცისა მშობიერისამან. და ძჳრხილულ იქმნენ მოყუასი მოყუსისა მიმართ, და განჰკრთენ და პირი მათი, ვითარცა ალი, შეცვალონ.

9რამეთუ, აჰა, დღე უფლისაჲ მოვალს უკურნებელი გულისწყრომისა და რისხვისა, დადებად მკჳდროანი სრული ოჴრად, და ცოდვილთა წარწყმედად მისგან,

10რამეთუ ვარსკულავთა ცისათა და ორიონმან და ყოველმან სამკაულმან ცისამან არ მოსცენ ნათელი მათი, და დაბნელდეს მზისა აღმომავალისა და მთოვარემან არ მოსცეს ნათელი თვისი.

11და ვამცნო სოფლისა ყოვლისა ძჳრნი და უთნოთა ცოდვანი მათნი, და წარვწყმიდო გინება უშჯულოთა და გინება ამპარტავანთა დავამდაბლო.

12და იყვნენ დატევებულნი პატიოსან უფროს, ვიდრე ოქროჲ სოფირული უცეცხლო, და კაცი უფროს პატიოსან იყოს, ვიდრე ქვა სოფირული,

13რამეთუ ცაჲ გულმწყრალ იქმნას. და ქუეყანა შეირყიოს საფუძველთათგან მისთათ გულისწყრომისა მიერ რისხვისა უფლისა საბაოთისა, დღესა შინა, რომელსაცა მოიწიოს რისხვა მისი.

14და იყვნენ დაშთომილნი, ვითარცა ქურციკი მლტოლვარვ და ვითარცა ცხოვარი ცთომილი და არა იყოს შემკრებელ, ვიდრემდის კაცისა ერისა მიმართ თჳსისა მიქცევად და კაცისა სოფლისა მიმართ თჳსისა დევნად,

15რამეთუ, რომელიცა შევიცვა, იძლიოს და, რომელნი შეკრებულნი არიან, მახჳლითა დაეცნენ.

16და შვილნი მათნი წინაშე მათსა განხეთქნენ და ცოლნი მათნი მიიყვანნენ და სახლნი მათნი წარიტყუენნენ.

17აჰა, აღვადგენ თქუენ ზედა მიდთა, რომელნი ვეცხლსა არ შეჰრაცხენ, არცა ოქროსა ჴსენება აქუსყე.

18მშჳლდვანი ჭაბუკთანი შემუსრნენ და შვილნი თქუენნი არ შეიწყალნენ, არცა ძეთა შენთა ზედა ერიდნენ თუალნი მათნი.

19და იყოს ბაბილონი, რომელი იწოდების დიდებულ მეფისაგან ქალდეველთასა, ვითარსახედ დააქცინა უფალმან სოდომაჲ და გომორრაჲ.

20არდამკჳდრებულ იქმნეს საუკუნესა ჟამსა, არცა არ შევიდენ მისდამი მრავალთა მიერ ნათესავთა, არცა არ განვლონ იგი არაბთა, არცა მწყემსთა არ განისუენონ მას შინა.

21და განისუენებდენ მუნ მჴეცნი და აღივსნენ სახლნი ჴმითა, და განისუენებდენ მუნ სირინოსნი და ეშმაკებნი როკვიდენ მუნ.

22და ვირკინტავროსნი დაემკვიდრნენ მუნ და ბუდე შექმნან გრძღაბთა ექინთა სახლთა შინა მისთა.


წინა თავი შემდეგი თავი