მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ესაია წინასწარმეტყველი
თავი 33

1ვაჲ საარებულმყოფელთა თქვენთა, ხოლო თქუენ არა ვინ გყოფს საარებულ, და შეურაცხისმყოფელი თქუენი, არ შეურაცხისმყოფელი; ტყუე იქმნენ შეურაცხისმყოფელნი და მიეცნენ და, ვითარცა მღილი სამოსლისა ზედა, ეგრეთ იძლინენ.

2უფალო, შვგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ შენდამი ვესავთ. იქმნენინ თესლი ურწმუნოთა წარსაწყმედელად, ხოლო მაცხოვარება ჩუენი ჟამსა შინა ჭირისასა.

3ჴმისათჳს შიშისა შენისა განჰკრთეს ერნი შიშისაგან შენისა და განითესნეს ნათესავნი.

4ხოლო აწ შეკრბენ ტყუენი თქუენნი მცირითგან და დიდით, ვითარსახედ უკეთუ ვინ შეჰკრებნ მკალთა, ეგრეთ გემღერდენ თქუენ.

5წმიდა არს ღმერთი დამკჳდრებული მაღალთა შინა, აღივსო სიონი მშჯავრითა და სიმართლითა

6შჯულისა მიერ განეცნენ; საუნჯეთა შორის მაცხოვარება თქუენი. მუნ სიბრძნე და ზედმიწევნულობა და კეთილმსახურება უფლისა მიმართ; ესე საუნჯენი სიმართლისანი.

7აჰა, შიშისა მის მისისა, იგინი შეშინდენ, რომელთა ეშიშვით, შეშინდენ თქუენგან, რამეთუ ქადაგნი მოივლინნენ მთხოელნი მშჳდობისა, მწარედ მტირალნი მვედრებელნი მშჳდობისანი,

8რამეთუ გზანი მესამეთანი მოოჴრდენ. დაცხრომილ არს შიში წარმართთა და ამათდა მიმართ აღთქუმა აღიღების და არა შეჰრაცხდეთ მათ კაცად.

9იგლოვა ქუეყანამან, ჰრცხუენა ლიბანსა, საწყლობელ იქმნა სარონ; საჩინოდ იყოს გალილეაჲ და კარმელი.

10აწ აღვდგე, - იტყჳს უფალი: აწ ავმაღლდე, აწ ვიდიდო,

11აწ იხილოთ, აწ სირცხჳლეულ იქმნნეთ, ამაო იყოს ძალი სულისა თქუენისა, ცეცხლი შეგჭამდეს თქუენ.

12და იყვნენ წარმართნი აღტყინებულ, ვითარცა ეკალნი ყანობირსა შინა, მივრდომილნი და დათრგუნვილნი.

13ესმეს შორიელთა, რომელნი ვქმნენ და ცნან მახლობელთა ძალი ჩემი.

14განდგეს სიონსშინანი უშჯულონი, რამეთუ ცეცხლი ეტყინების, ძრწოლამან შეიპყრნეს უთნონი. ვინ მოგითხრას თქუენ ადგილი საუკუნოჲ?

15მავალი სიმართლისა მიერ, მზრახვალი წრფელსა გზასა, მოძულე უშჯულოვებისა და უმართლობისა და ჴელთა განმაყენებელი ქრთამთაგან დამამძიმებელი ყურთა, რაჲთა არა ისმინოს მშჯავრი სისხლისა, დამწუხველი თუალთა, რაჲთა არა იხილოს უსამართლოებაჲ.

16ესე დაემკჳდროს მაღალსა შინა ქუაბსა კლდისა ძლიერისასა. პური მიეცეს მას და წყალი მისი სარწმუნოჲ.

17მეფე დიდებით იხილოთ, და თუალთა თქუენთა იხილონ ქუეყანა შორიელი.

18სულმან თქუენმან იწვართოს შიში. სადა არიან ღრამატიკოსნი? სადა არიან თანამზრახვალნი? სადა არს რიცხჳ მიმოქცევთა? მცირე და დიდი ერი,

19რომელთა არცა განიზრახეს, არცა ჴმაჲმაღლისა მიერვე არსმენად ერისა ბიწიანისა და არა არს მსმენელისა გულისხმის-ყოფაჲ.

20აჰა, სიონი ქალაქი მაცხოვარებისა ჩუენისა, თუალთა შენთა იხილნენ, იერუსალჱმ, ქალაქო მდიდარო, კარავნი, რომელნი არ შეირყინენ, არცა შეიძრნენ, მანანი კარავისა მისისანი საუკუნესა ჟამსა, არცა საბელნი მისნი არა განირღუენ.

21რამეთუ სახელი უფლისაჲ დიდ არს თქუენდა, ადგილი თქუენდა იყოს მდინარენი და დანახეთქნი ბრტყელნი და ვრცელნი. არა ვიდოდის გზასა მას ნავი მართებული, რამეთუ ღმვრთი ჩემი დიდ არს, არ თანაწარმჴდეს მე.

22უფალი, მამაჲ ჩუენი, უფალი, მსაჯული ჩუენი, უფალი, მთავარი ჩუენი, უფალი, მეფჱ ჩუენი, უფალი, მაცხოვარი ჩუენი, და მან გუაცხოვნნეს ჩუენ.

23განირღუეს საბელნი შენნი, რამეთუ არ განძლიერდა. ნაქუსი შენი მიდრკა, არ შთამოიჴსნენ აფრის ქსელნი. არა აღიღოს ნიშანი, ვიდრემდის არა მიეცეს ტყუედ, ვინცა მრავალნი თანა მკელობელთა ჰყოფდენ ტყუეობასა.

24და არა თქუას მათ შორის მან ერმან: დავშუერ, რამეთუ მიეტეოს მათ ცოდვა.


წინა თავი შემდეგი თავი