მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ესაია წინასწარმეტყველი
თავი 60

1განათლდი, განათლდი, იერუსალიმ! რამეთუ მოიწია ნათელი შენი, და დიდებაჲ ღმრთისაჲ შენ ზედა აღმობრწყინდა.

2აჰა, ბნელმან დაფაროს ქუეყანაჲ და ნისლი წარმართთა ზედა, ხოლო შენ ზედა გამოჩნდეს უფალი და დიდებაჲ მისი შენ ზედა იხილვოს.

3და ვიდოდიან მეფნი ნათელსა შენსა და წარმართნი ბრწყინვალებასა შენსა.

4აღიხილენ, აღიხუენ გარემოს თვალნი შენნი, და იხილენ შეკრებულნი შვილნი შენნი. მოვიდნენ ძენი შენნი შორით, და ასულნი შენნი მჴართა ზედა აღებულ იქმნენ.

5მაშინ იხილო და გიხაროდის, და განჰკრთე გულითა, რამეთუ გარდამოცვალოს შენდამი სიმდიდრე ზღჳსა, და წარმართთა და ერთა.

6და მოვიდეს შენდა კოლტები აქლემთა, და დაგფარონ შენ აქლემთა მადიამისათა და გეფარისათა, ყოველნი საბაჲთ მოვიდენ, მომღებელნი ოქროჲსა, და გუნდრუკსა შესწირვიდენ შენდა და ქვასა პატიოსანსა და მაცხოვარებითა უფლისაჲთა ხარებულ იყვნენ.

7და ყოველნი ცხოვარნი კედარისანი შემოკრბენ შენდა, და ვერძნი ნაბეოთისნი მოვიდენ შენდა, და შეიწირნენ შეწყნარებულნი მსხუერპლისაცავსა ზედა ჩემსა, და სახლი სალოცველისა ჩემისა იდიდოს.

8ვინ არიან ესენი, რომელნი, ვითარცა ღრუბელნი, ფრინვენ და, ვითარცა ტრედნი, მართუეთა თანა ჩემდა მომართ არს სიონ.

9მე ჭალაკნი მელოდეს, და ნავნი თარშისანი პირველთა შორის მოყვანებად შვილთა შენთა შორით, და ოქროსა და ვეცხლსა მათსა მათ თანა სახელისათჳს უფლისა წმიდისათჳს ისრაილისა დიდებულ-ყოფად,

10და აღაშენნენ უცხოტომთა ზღუდენი შენნი, და მეფენი მათნი წარმოგიდგენ შენ, რამეთუ რისხვითა ჩემითა დაგეც, და წყალობითა ჩემითა შეგიყუარენ შენ.

11და განეხუნენ ბჭენი შენნი სამარადისოდ დღე და ღამე, არა დაეჴშნენ, შემოღებად შენდა ძალსა ნათესავთასა და მეფეთა მოგურილთა,

12რამეთუ ნათესავი და მვფენი, რომელნი შენ არა გმსახურებდენ, წარწყმდენ, და ნათესავნი მოოჴრებით მოოჴრდენ.

13და დიდებაჲ ლიბანისა შენდა მოვიდეს საროჲსსა მიერ და ფიჭჳსა და ნაძჳსა ერთბამად დიდებად ადგილი წმიდაჲ ჩემი, და ადგილი ფერჴთა ჩემთა ვადიდო.

14და მოვიდოდიან შენდამი ძენი დამამდაბლებელთა შენთანი და განმაძჳნებელთა შენთანი შეშინებულნი, თაყუანის-სცემენ კუალთა ფერჴთა შენთასა ყოველნი, რომელნი გაჭირვებდენ შენ, და გეწოდოს ქალაქ უფლისა, სიონ, წმიდისა ისრაილისა,

15ქმნისათჳს შენისა დატევებულ და მოძულებულ, და არა იყო შემწე, და დაგდვა შორის სიხარულ საუკუნო მხიარულება ნათესავთასა,

16და სწოვდე სძესა წარმართთასა და სიმდიდრესა მეფეთასა შჭამდე შენ, და სცნა, ვითარმედ მე ვარ უფალი მაცხოვნებელი შენი და გამომჴსნელი შენი, ღმერთი ისრაილისა.

17და რვალისა წილ მოგართვან შენ ოქროჲ, ხოლო რკინისა წილ მოგართუან ვეცხლი, და ძელისა წილ მოგართვან რვალი, ხოლო ქვისა წილ რკინაჲ და მივსცნე მთავარნი შენნი მშჳდობით და ზედამხედველნი შენნი სიმართლით.

18და არა ისმეს ქუეყანასა შინა შენსა უსამართლოებაჲ, არცა შემუსრვაჲ, არცა საარებაჲ საზღუართა შორის შენთა, არამედ ეწოდოს მაცხოვარება ზღუდეთა შენთა და ბჭეთა შენთა წახნაგებულ.

19და არა იყოს შენდა მზე ნათლად დღისა, არცა აღმოსავალი მთოვარისაჲ განგინათლებდეს შენ ღამესა, არამედ იყოს შენდა უფალი-ნათელ საუკუნე და ღმერთი - დიდება შენდა,

20რამეთუ არა დაჰჴდეს მზე შენი, და მთოვარე შენი არა მოაკლდეს; რამეთუ იყოს შენდა უფალი ნათელ საუკუნე, და აღესრულნენ დღენი გლოისა შენისანი.

21და ერი შენი ყოველი მართალ და დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ საუკუნოდ, და მცველი ნერგსა საქმესა ჴელთა მისთასა სადიდებელად.

22შემცირებული იყოს ათასეულად და კნინი ნათესავად დიდად. მე, უფალმან, ჟამად-ჟამად შევკრიბნე იგინი.


წინა თავი შემდეგი თავი