მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ესაია წინასწარმეტყველი
თავი 31

1ვაჲ შთამომავალთა ეგჳპტედ შეწევნისათჳს, რომელნი მოსავ არიან ცხენთა მიმართ და ეტლთა მიმართ; რამეთუ არიან მრავალ და ცხენებსა ზედა სიმრავლე ფრიად: და არა იყვნეს მოსავ წმიდისა მიმართ ისრაჱლისასა, და უფალი არა გამოიძიეს.

2და თავადმან ბრძენმან მოაწინა მათ ზედა ძჳრნი და სიტყვაჲ მისი არა შეურაცხ იქმნეს, და ზედააღდგენ სახლთა ზედა კაცთა ბოროტთასა და სასოებასა ზედა მათსა ამაოსა,

3მეგჳპტელისა კაცისა და არა ღმრთისამიმართთასა, ჴორცებსა ცხენთასა, და არა არს შეწევნა, ხოლო უფალმან მოაწიოს ჴელი მისი მათ ზედა, და დაშურებიან შემწენი, და ერთბამად ყოველნი წარწყმდენ,

4რამეთუ ესრეთ მრქუა მე უფალმან: ვითარსახედ ოდეს იყჳრნეს ლომმან, ანუ ლეკუმან ლომისამან ნადირსა ზედა, რომელი შეიპყრას და დაიზახნეს მას ზედა, ვიდრე არა აღივსნიან მთანი ჴმითა მისითა, და იძლინეს და სიმრავლითა გულისწყრომისათა წიწნეულ იქმნეს, ეგრეთ გარდამოვიდეს უფალი საბაოთ მოლაშქრებად მთასა ზედა სიონსა, მთათა ზედა მისთა,

5ვითარცა მფრინველნი მფრინვალენი, ეგრეთ შეეწევის უფალი საბაოთ იერუსალჱმსა, შეეწევის და განარინებს, და მოურნე ექმნეს და აცხოვნოს.

6მოიქეცით ღრმასა განზრახვასა განმზრახნი და უშჯულოსა, ძენი ისრაჱლისანი,

7რამეთუ მას დღესა უარ-ყვნენ კაცთა ჴელითქმნულნი მათნი ვეცხლისანი და ოქროსანი, რომელნი ქმნნეს ჴელთა მათთა.

8და დაეცეს ასურ არა მახჳლითა მამაკაცისათა, არცა მახჳლმან კაცისამა შეჭამოს იგი და ივლტოდის არა პირისაგან მახჳლისა, ხოლო ჭაბუკნი იყვნენ მოუძლურებულ.

9რამეთუ კლდესა შეეყვნენ, ვითარცა პატნეზთა, და იძლინენ. ხოლო მლტოლვარე მოისპოს. ამათ იტყჳს უფალი: ნეტარ არს, რომელსა აქუნდეს თესლი სიონს შინა და სახლეული იერუსალჱმს შინა.


წინა თავი შემდეგი თავი