მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ესაია წინასწარმეტყველი
თავი 64

1უკეთუ განაღო ცაჲ, ძრწოლამან შეიპყრნეს შენგან მთანი.

2და დადნენ, ვითარცა ცჳლი დადნების ცეცხლისაგან; და შეწუნეს ცეცხლმან წინააღმდგომნი და საჩინო იყოს სახელი უფლისაჲ წინააღმდგომთა შორის, პირისაგან შენისა წარმართნი შეშფოთნენ.

3ოდეს ჰყოფდე დიდებულთა, ძრწოლამან შეიპყრნეს შენგან მთანი.

4საუკუნითგან არა გუესმა, არცა თვალთა ჩუენთა იხილეს ღმერთი თჳნიერ შენსა და საქმენი შენნი, რომელთა ჰყოფ მომლოდეთათჳს წყალობისათა,

5რამეთუ მიეგებოს მოქმედთა სიმართლისათა, და გზანი შენნი მოჴსენებულ იქმნენ. აჰა, შენ განრისხენ და ვცოდეთ ჩუენ, ამისთჳს შევსცეთით

6და ვიქმნენით, ვითარცა არაწმიდანი, ჩუენ ყოველნი და ვითარცა ძონძი დაშტანისაჲ, ყოველი სიმართლე ჩვენი. და დამოვსცჳვნით, ვითარცა ფურცელნი უსჯულოებათა ჩუენთათჳს. ესრეთ ქარმან წარმიხუნეს ჩუენ და არა არს მხდელი სახელისა შენისაჲ

7და მომჴსენებელი შედგომისა შენისა, რამეთუ მიიქციე პირი შენი ჩუენგან და გუამცენ ჩუენ ცოდვათა ჩუენთათჳს.

8და აწ, უფალო, მამა ჩუენი ხარ შენ, ხოლო ჩუენ თიჴა, საქმე ჴელთა შენთა ყოველნი.

9ნუ მრისხავ ჩუენ, უფალო, ფრიად და ნუ ჟამსა შინა მოიჴსენებ ცოდვათა ჩუენთასა. და აწ მოიხილე, უფალო, რამეთუ ერი შენი ვართ ჩუენ ყოველნი.

10ქალაქი წმიდისა შენისა იქმნა ოჴერ სიონი, ვითარცა ოჴერ იქმნა იერუსალიმი,

11საწყევარ სახლი წმიდაჲ ჩუენი და დიდებაჲ ჩუენი, რომელი აკურთხეს მამათა ჩემთა, იქმნა ცეცხლით მომწუარ და ყოველნი დიდებულებანი დაეცნეს.

12და ამათ ყოველთა ზედა თავს-იდევ, უფალო, და დაიდუმე და დამამდაბლენ ჩუენ ფრიად.


წინა თავი შემდეგი თავი