მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ესაია წინასწარმეტყველი
თავი 16

1ნუ კლდე ოხრებისა არსა მთა ასული სიონისა?

2რამეთუ იყოს, ვითარცა მფრინველისა აღფრინვებულისა, ბუდე მოშლილი ასული მოაბისა?

3ხოლო ამისა შემდგომად არონოსათჳს უმრავლესთა განიზრახევდ: ყავთ საფარველი გოდებისა მათისა სამარადისოდ სამხრისა, შორის სიბნელედ ივლტიან.

4განჰკრთეს, ნუ შესწუხნები, მსხემ გექმნებიან შენ ლტოლვილნი მოაბისანი. იყვნენ საფარველ თქვენდა პირისაგან მდევარისა, რამეთუ წარჴდა თანამბრძოლები შენი და მთავარი წარწყმდა, რომელი თრგუნვიდა ქუეყანასა ზედა.

5და განემართოს წყალობით საყდარი და დაჯდეს მას ზედა ჭეშმარიტებისა თანა კარავსა შინა დავითისსა განმკითხველი და გამომეძიებელი მშჯავრსა და მოსწრაფე სიმართლესა ზედა.

6გუესმა გინება მოაბისა, მაგინებელი ფრიად. ამპარტავანება მისი აღვიღე და გინება მისი და ბორგა მისი, არა ესრეთ მისნობა შენი,

7არა ესრეთ, - ვალალაებს მოაბ, - რამეთუ მოაბელას თანა ყოველნი ვალალაებენ დამკჳდრებულთა სელეკისათა წურთასა, და არა ჰრცხუენეს.

8ველთა ესებონისათა, იგლოოს ვენაჴმან სევამაჲსმან, შთამნთქმელთა წარმართთა დათრგუნენით ვენაჴნი მისნი, ვიდრე იაზირამდე არა შეიყვანეთ, შესცთეთ უდაბნოს, მოვლინებულნი მის მიერ დაშთომილ იქმნეს, რამეთუ წიაღჴდეს ზღუასა.

9ამისთჳს ვსტიროდი, ვითარცა ტირილსა იაზირისსა, ვენაჴსა სევამაჲისსა. ხევნარნი შენნი დაამჴუნა ესსებონ და ელეალი, რამეთუ სამკალსა ზედა და სასთულებელსა ზედა შენსა მწყობრი დამთრგუნველთა დაეცა და ყოველი დაეცეს.

10და აღებულ იქმნეს შუებაჲ და სიხარული ვენაჴთაგან და ვენაჴთა შინა შენთა არა იშუებდენ და არ დაიწნიხონ ღვინო საწნეხელთა შინა, რამეთუ დასცხრა ბრძანება.

11ამისთჳს მუცელი ჩემი მოაბსა ზედა, ვითარცა ქნარი ჴმისაჲ სცემდეს, და შინაგანნი ჩემნი, ვითარცა ზდუდე, რომელი განაახლე.

12და იყო ვიდრე შერცხჳნებული შენ, რამეთუ დაშურა მოაბაჲ ბომონთა მისთა ზედა და შევიდეს ჴელითქმნულთა მიმართ მისთა ზედა, რაჲთა ილოცოს და ვერ შეუძლონ განრინებად მისსა.

13ესე სიტყუაჲ, რომელი თქუა უფალმან მოაბსა ზედა, ოდეს-იგი თქუა, და აწცა თქუა უფალმან მეტყუელმან:

14სამთა წელთა შინა მოსასყიდლისათა უპატივო იქმნას დიდებაჲ მოაბისა ყოველსა შინა სიმდიდრესა მრავალსა, და დატევებულ იქმნეს შემცირებული და არა პატივცემული.


წინა თავი შემდეგი თავი