მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ესაია წინასწარმეტყველი
თავი 36

1და იქმნა, ოთხდამეათესა წელსა მეფე-ყოფისა ეზეკიასსა აღმოვიდა სენაქირიმ, მეფე ასსურასტანელთა, ქალაქთა ზედა იუდეასათა მაგართა და გამოიხუნა იგინი.

2და მიავლინა მეფემან ასსურასტანელთამან რაფსაკი ლაქისით იერუსალიმად, მეფისა მიმართ ეზეკიასსა ძალისა თანა მრავლისა და დადგა სლვასა თანა წყლისა საბანელისა ზენაჲსასა, შორის გზასა აგარაკისა მმურკნველისასა.

3და გამოვიდა მისდა მიმართ ელიაკიმ ქელკიასი, განმგე, და სომნა მწიგნობარი და იოახ ასაფისი, მოსაჴსენებელთმწერალი.

4და ჰრქვა მათ რაფსაკმან: თქუთ სადმე ეზეკიას მიმართ, ამათ იტყჳს მეფე დიდი, მეფე ასსურასტანელთა: ვისსა მოსავ ხარ?

5ნუ განზრახვითა, ანუ სიტყუებითა ბაგეთათა იქმნების წყობაჲ? და აწ ვისსა მიმართ ესავ, რამეთუ ურჩ ხარ ჩემდა?

6აჰა, მოსავ ხარ კუერთხისა მიმართ ლელწმისასა, შეფქულისა ამის ეგჳპტედ მიმართ, რომელსა მი-თუ-ვინ-ეყრდნას მის ზედა, შევიდეს ჴელად მისსა. ესე არს ფარაო, მეფე ეგჳპტისა, და ყოველნი მოსავნი მისდამი.

7ხოლო უკეთუ იტყჳთ: ჩემდამო, უფლისა მიმართ ღმრთისა ჩუენისა ვესავთ; არა იგი არსა, რომელსა მიუხუნა ეზეკიამან მაღალნი მისნი და საკურთხეველნი მისნი? და ჰრქვა: იუდასა და იერუსალიმს პირისპირ საკურთხეველისა ამის თაყუანის-ეცი.

8აწ მოუჴედით უფალსა ჩემსა, მეფესა ასსურასტანელთასა, და მიგცე თქუენ ორათასი ცხენი, უკეთუ შეუძლოთ მიცემად მჴედართა მათ ზედა.

9და ვითარ შემძლებელ ხართ გარემიქცევად პირისა მიმართ ადგილთმთავრისა ერთისა, მრწემებ არიან მოსავნი მეგჳპტელთა მიმართ ცხენისა და მჴედრისა.

10და აწ ნუ თჳნიერ უფლისა აღმოვედითა სოფელსა ამას ზედა ბრძოლად ამისსა? უფალმან თქვა ჩემდამო: აღვედ მის ზედა და განხრწენ იგი.

11და თქუეს მისდა ელიაკიმ და სომნა და იოახ: ზრახევდ მონათა მომართ შენთა ასურებრ, რამეთუ გუესმის ჩუენ, და ნუ ჰზრახავ ჩუენდამო იუდეანებრ. და რად ჰზრახავ ყურებისა მიმართ კაცთა მდგომარეთასა ზღუდესა ზედა?

12და თქვა რაფსაკმან მათდამი: ნუ უფლისა მიმართ თქუენისა, ანუ თქუენდა მიმართ მომავლინა მე უფალმან ჩემმან თქუმად სიტყვათა ამათ, არა კაცთა მომართ მსხდომარეთა ზღუდეთა ზედა, რაჲთა ჭამონ სკორე მათი და სუან ფსელი მათი თქუენითურთ ერთბამად?

13და დადგა რაფსაკი და ჴმა-ყო ჴმითა დიდითა იუდიანებრ და თქვა: ისმინენით სიტყვანი მეფისა ასსურასტანელთასანი!

14ამათ იტყჳს მეფე: ნუ გაცთუნებსთ თქუენ იზეკია სიტყუებითა, რომლითა ვერ შემძლებელ არს ჴსნად თქუენდა.

15და ნუ გეტყჳნ თქუენ ეზეკია, ვითარმედ: გჳჴსნეს ჩუენ ღმერთმან და არა მიეცეს ქალაქი ესე ჴელთა მეფისა ასსურასტანელთასათა.

16ნუ ისმენთ ეზეკიასსა. ამათ იტყჳს მეფე ასსურასტანელთა: უკეთუ გნებავს ქველმეტყუელების და გამოსლვად ჩემდამო, და ჭამეთ კაცად-კაცადმან ვვნაჴი თჳსი და ლეღუნი, და სუთ წყალნი ჯურღმულისა თქუენისა,

17ვიდრემდის მოვიდე და მიგიყვანნე თქუენ ქუეყანისა მიმართ, ვითარცა ქუეყანისა თქუენისა იფქლისა და ღჳნისასა, ქუეყანისა პურისა და ვენაჴთასა.

18ნუ გაცთუნებნ თქუენ ეზეკია მეტყუელი და გეტყჳნ: ღმერთმან მიჴსნნეს ჩუენ, ნუ იჴსნნესა ღმერთთა ნათესავთასა თითოეულმან სოფელი თჳსი ჴელისაგან მეფისა ასსურასტანელთასა?

19სადა არს ღმერთი ემათისა და არფათისა, და სადა ღმერთი ქალაქისა სემფარუემისა? ნუ განარინოს სამარია ჴელისაგან ჩემისა?

20ვინ არს ყოველთა ამათ ღმერთთაგანი, რომელმან განარინა ქუეყანა თჳსი ჴელისაგან ჩემისა? რამეთუ ღმერთმან თქუენმან იჴსნეს იერუსალიმი ჴელისაგან ჩემისა?

21და დადუმნეს და არა ვინ მიუგო მას სიტყვა ბრძანებისათჳს მეფისა არას მიგებად მისსა.

22და შევიდა ელიაკიმ ქელკიასი, განმგე, და სომნა მწიგნობარი ძალისა და იოახ ასაფისი, მოსაჴსენებელთმწერალი, მომბძარველნი სამოსელთანი, ეზეკიას მიმართ და მიუთხრნეს მას სიტყუანი რაფსაკისნი.


წინა თავი შემდეგი თავი