მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ესაია წინასწარმეტყველი
თავი 34

1შემოკრიბენით ნათესავნი და ისმინეთ, მთავარნო! ისმინეთ ქუეყანამან და დამკჳდრებულთა მას შინა, მკჳდროანმან და ერმან მისშორისმან.

2მით, რამეთუ გულისწყრომაჲ უფლისაჲ ყოველთა ზედა წარმართთა და რისხვა რიცხუსა ზედა მათსა წარწყმედად მათდა და მიცემად მათდა მოსასრველად,

3ხოლო წყლულნი მათნი დაცჳვენ და მკუდარნი. და აღვიდეს საყნოსი მათი, და დასოვლდენ მთანი სისხლისაგან მათისა.

4და დადნენ ყოველნი ძალნი ცისანი, და წარიგრაგნოს ცაჲ, ვითარცა წიგნი. და ყოველნი ვარსკულავნი დამოცჳვენ, ვითარცა ფურცელნი ვენაჴისაგან და ვითარცა დაცჳვიან ფურცელნი ლეღჳსაგან.

5დაითრო ჴრმალი ჩემი შორის ცისა, აჰა, იდუმეასა ზედა გარდამოვიდეს და ერსა ზედა წარწყმედისასა მშჯავრისა თანა.

6მახჳლი უფლისაჲ აღივსო სისხლითა, განზრქა ცმელისაგან კრავთასა და ცმელისაგან ვაცთა და ვერძთასა, რამეთუ მსხუერპლი უფლისაჲ ბოსორს და დაკლვა დიდი იდუმეას შინა.

7და დაეცნენ მდიდარნი და ვერძნი და კურონი, და დაითროს ქუეყანა სისხლისა მიერ და განძღეს მიწა ცმელითა მათითა.

8რამეთუ დღე სასჯელისა არს უფლისა და წელიწადი კუალად-გებისა საშჯელისა სიონისა წარმოდგა.

9და გარდაიქცენ ჴევნებნი მისნი ფისად და ქუეყანა მისი წუნწუბას. და იყოს ქუეყანა მისი, ვითარცა ფისი მგზებარე

10ღამე და დღე, და არ დაშრტეს საუკუნესა ჟამსა. და აღვიდეს კუამლი მისი ზემო ნათესავთამი და ჟამსა შინა მრავალსა მოოჴრდეს.

11დაემკჳდრნენ მას შინა მფრინველნი, და გრძღაბნი, და ძერანი და ყორანნი, და დადებულ იქმნეს მის ზედა საბელი ქუეყანისსაზომელი ოჴრებისა, და ვირკენტავროსნი დაემკჳდრნენ მის შორის.

12მთავარნი მისნი არა იყვნენ, რამეთუ მეფენი მათნი და მთავარნი და დიდებულნი მისნი იყვნენ წარსაწყმედელად.

13და აღმოსცენდენ ქალაქთა შინა მათთა საეკლენი ხენი და სიმაგრეთა შორის მისთა. და იყოს საყოფელ სირინოსთა, და ეზოებ სირაქლემთა,

14და შეემთხჳნენ ეშმაკნი ვირკენტავროსთა, და ჴმობდეს მოყვასი მოყვსისა მიმართ. მუნ განისუენებდენ ვირკენტავროსნი, რამეთუ პოვეს თავთა თჳსთა განსუენებაჲ.

15მუნ დაიბუდა გრძღაბმან, და დაჰმარხნა ქუეყანამან ყრმანი მისნი კრძალულებით. მუნ შეიმთხჳნეს ირემნი და იხილნეს პირნი ურთიერთასნი,

16რიცხუეულად წარვლეს და ერთი მათგანი არ წარწყმდა. მოყუასმან მოყუასი არა გამოიძიეს, რამეთუ უფალმან ამცნო მათ და სულმან მისმან შეკრიბნა იგინი.

17და მან დააგდოს მათ ზედა წილი, და ჴელმან მისმან განნაწილნა ძოვნად საუკუნედმდე ჟამად, დაიმკჳდრნედ ნათესავთამდე ნათესავთასა, განისუენებდენ მის ზედა.


წინა თავი შემდეგი თავი