მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ესაია წინასწარმეტყველი
თავი 18

1ვაჲ ქუეყანისა უმრავლესთა ნავთა ფრთეთა მიერ კერძო მდინარეთა ეთიოპიისათა,

2რომელი მიავლენდა ყოველთა წარმართთა ზღჳსა შორის ომირაჲსსა და ეპისტოლეთა წიგნებთა ზედაკერძო წყლისა, რამეთუ ვიდოდიან ქადაგნი სუბუქნი ნათესავისა მიმართ განსაცხრომელისა და უცხოსა ერისა და უსახურისა, ვინ მისსა მიერ კერძო ნათესავი უსასო და დათრგუნვილი.

3აწ დაიტაცეს მდინარეთა ქუეყანისათა ყოველთა, ვითარცა სოფელი დამკჳდრებული. დამკჳდრებულ იქმნეს სოფელი მათი, ვითარცა ნიშანი აღებულ იქმნეს მთისაგან, ვითარცა ჴმაჲ საყჳრისა სასმენელ იყოს

4მით, რამეთუ ესრეთ მრქვა მე უფალმან: კრძალულება იყოს ქალაქსა შინა ჩემსა, ვითარცა ნათელი სიცხისა შუადღისა და ვითარცა ღრუბელი ცუარისა დღესა ლეწვისასა.

5იყოს წინაწარ მკისა, ოდეს დასრულდეს ყუავილი და კაწახი აღყუავნეს, ყუავილი მკაწახობი და მიუხუნეს მტევნები მცირენი მანგალთა და რტოებნი მიუხუნეს და აღმოჭრნეს.

6და დაუტევნეს ერთბამად მფრინველთა ცისათა და მჴეცთა ქუეაყანისათა და შეკრბენ მის ზედა მფრინველნი ცისანი და ყოველნი მჴეცნი ქვეყანისანი მას ზედა მოვიდენ.

7მას ჟამსა შინა შესწირონ ძღუენი ღმერთსა საბაოთს ერისაგან შეიწრებულისა და განკაფულისა და ერისაგან დიდისა ამიერითგან და საუკუნომდე ჟამად; ერი მოსავი და დათრგუნვილი, რომელ არს ნაწილსა შინა მდინარისა სოფლისა მისისასა ადგილსა, რომელსა სახელი უფლისა საბაოთისი ზედწოდებულ არს - მთა სიონი.


წინა თავი შემდეგი თავი