მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ფსალმუნნი
თავი 105

1აუარებდით უფალსა, რამეთუ ტკბილ არს, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.

2ვინმე იტყოდის ძლიერებათა უფლისათა, სასმენელ-ყუნეს ყოველნი ქებულებანი მისნი?

3ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.

4მომიჴსენენ ჩუენ, უფალო, სათნოებითა ერისა შენისათა და მომხედენ ჩუენ მაცხოვარებითა შენითა,

5რათა ვიხილოთ ჩუენ სიტკბოებაჲ რჩეულთა შენთა და ვიხარებდეთ ჩუენ სიხარულითა ნათესავისა შენისათა, რათა ვიქებოდით ჩუენ სამკჳდრებელთა შენთა თანა.

6ვცოდეთ მამათა ჩუენთა თანა, უსჯულო ვიქმნენით და გეცრუენით შენ.

7მამათა ჩუენთა ეგჳპტეს შინა არა გულისჴმა-ყვნეს საკჳრველებანი შენნი, არცა მოიჴსენეს მრავალნი წყალობანი შენნი და გაგამწარეს წიაღ სლვასა ზღჳსა მის მეწამულისასა.

8და იჴსნა იგინი სახელისა მისისათჳს, რათამცა გულისჴმა-ყვეს ძლიერებაჲ მისი;

9და შეჰრისხნა ზღუასა მეწამულსა, და განჴმა, და უძღოდა მათ უფსკრულსა შინა, ვითარცა უდაბნოსა ზედა;

10და განარინნა იგინი ჴელისაგან მოძულეთასა და იჴსნნა იგინი ჴელისაგან მტერთა მათთასა;

11და დაფარნა წყალმან მაჭირვებელნი მათნი, და ერთიცა მათგანი არა განერა.

12და ჰრწმენა მათ სიტყჳსა მისისა და აქებდეს ქებულებასა მისსა.

13ისწრაფეს და დაივიწყეს მათ საქმენი მისნი და არა დაუთმეს ზრახვასა მისსა.

14და გულმან უთქუა გულისთქმაჲ უდაბნოსა შინა და განცადეს ღმერთი ურწყულსა შინა.

15და მოსცა მათ თხოვა მათი და მოუვლინა სავსებაჲ სულსა მათსა.

16და განარისხეს მოსე ბანაკსა შინა და აჰრონ, წმიდაჲ უფლისაჲ.

17განეპო ქუეყანაჲ და დანთქა დათან და დაფარნა ბანაკი აბირონისი;

18და ცეცხლი აღატყდა კრებულსა შორის მათსა, და ალმან შეწუნა ცოდვილნი.

19და ქმნეს ჴბოჲ ქორებს და თაყუანი-სცეს კერპსა მას;

20და ცვალეს დიდებაჲ მათი მსგავსად ჴბოსა მის თივისმჭამელისა.

21და დაივიწყეს ღმრთისა მაცხოვარისა მათისა, რომელმან ქმნნა დიდ-დიდნი ეგჳპტეს შინა,

22საკჳრველებანი მისნი ქუეყანასა მას ქამისსა და საშინელებანი მისნი ზღუასა მას ზედა მეწამულსა.

23და თქუა მოსრვა მათი, არა თუმცა მოსე, რჩეული მისი, დადგა სრვასა მას წინაშე მისსა, გარემიქცევად გულისწყრომა მისი, რათამცა არა მოსრნა იგინი.

24და შეურაცხ-ყვეს ქუეყანა იგი გულისსათქმელი და არა ჰრწმენა მათ სიტყჳსა მისისა;

25დრტჳნვიდეს იგინი კარვებსა მათსა და არა ისმინეს ჴმაჲ უფლისაჲ.

26და აღიღო ჴელი მისი მათ ზედა დაცემად მათდა უდაბნოსა ზედა

27და დაცემად თესლისა მათისა წარმართთა შორის და განბნევად მათდა სოფლებსა შორის.

28და შეიბილწნეს იგინი ბელფეგორს და ჭამეს ნაგები მკუდართა.

29და განარისხეს იგი საქმითა მათითა, და განმრავლდა მათ ზედა დაცემა.

30და დადგა ფინეზ და ლხინება-ყო, და დაეყენა სრვა;

31და შეერაცხა მას სიმართლედ და თესლითი თესლადმდე მიუკუნისამდე.

32და განარისხეს იგი წყალთა მათ ზედა ცილობისათა, და განბოროტნა მოსე მათთჳს,

33რამეთუ მათ განამწარეს სული მისი; და განუჩინა მათ ბაგითა თჳსითა.

34და არა მოსრნეს ნათესავნი იგი, რომელთა ჰრქუა მათ უფალმან.

35და აერინეს წარმართთა და ისწავლნეს საქმენი მათნი;

36და ჰმონეს კერპთა მათთა, და ექმნა მათ იგი საცთურ;

37და დაუკლნეს ძენი მათნი და სულნი მათნი ეშმაკთა.

38და დასთხიეს სისხლი უბრალო, სისხლი ძეთა და ასულთა მათთა, რომელ-იგი უზორეს კერპსა მას ქანანისასა, დაკლვით მოისრა ქუეყანაჲ სისხლითა

39და შეიგინა საქმითა მათითა, რამეთუ ისიძვიდეს იგინი საქმეთა შინა მათთა.

40და განრისხნა გულისწყრომით უფალი ერსა თჳსსა ზედა და მოიძაგა სამკჳდრებელი თჳსი;

41და მისცნა იგინი ჴელთა მტერთასა, დაეუფლნეს მათ მოძალენი მათნი;

42და აჭირვებდეს მათ მტერნი მათნი, და დამდაბლდეს იგინი ქუეშე ჴელსა მათსა.

43მრავალგზის იჴსნნა იგინი, ხოლო მათ გან-ვე-ამწარეს იგი ზრახვითა მათითა და დამდაბლდეს უსჯულოებითა მათითა.

44და მოხედნა უფალმან ჭირსა მათსა, რაჟამს შეისმინა მან ვედრებისა მათისა;

45და მოიჴსენა აღთქმისა თჳსისა და შეინანა მრავლითა წყალობითა თჳსითა;

46და მისცნა იგინი საწყალობელად წინაშე ყოველთა წარმტყუენველთა მათთა.

47მაცხოვნენ ჩუენ, უფალო ღმერთო ჩუენო, და შემკრიბენ ჩუენ წარმართთაგან, რათა აუაროთ სახელსა შენსა წმიდასა და ვიქებოდით ჩუენ ქებულებითა შენითა.

48კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაჱლისა ამიერითგან და უკუნისამდე, და თქუას ყოველმან ერმან: იყავნ, იყავნ. დიდება


წინა თავი შემდეგი თავი