მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ფსალმუნნი
თავი 37

1ფსალმუნი დავითისი, მოსაჴსენებელად შაბათთა

2უფალო, ნუ გულისწყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე.

3რამეთუ ისარნი შენნი განმეწონნეს მე და დაამტკიცე ჩემ ზედა ჴელი შენი.

4არა არს კურნებაჲ ჴორცთა ჩემთა პირისაგან რისხვისა შენისა, არა არს მშჳდობაჲ ძუალთა ჩემთა პირისაგან ცოდვათა ჩემთასა;

5რამეთუ უსჯულოებანი ჩემნი აღემატნეს თავსა ჩემსა და, ვითარცა ტჳრთი მძიმე, დამიმძიმდეს ჩემ ზედა.

6შეყროლდეს და დალპეს წყლულებანი ჩემნი პირისაგან უგუნურებისა ჩემისა;

7დავგლახაკენ და დავმდაბლდი სრულიად, მარადღე მწუხარე ვიდოდე;

8რამეთუ თეძონი ჩემნი აღივსნეს ნაგუემთაგან და არა არს კურნება ჴორცთა ჩემთა.

9შევბოროტენ და დავმდაბლდი ვიდრე ფრიად, ვჴმობდ სულთქმითა გულისა ჩემისათა.

10უფალო, შენ წინაშე არს ყოველი გულისთქმა ჩემი, და სულთქმა ჩემი შენგან არა დაეფარა.

11გული ჩემი შეძრწუნდა და დამიტევა მე ძალმან ჩემმან და ნათელი თუალთა ჩემთა, და იგიცა არა დაადგრა ჩემ თანა.

12მოყუარენი ჩემნი და მეგობარნი ჩემნი ჩემ წინაშე მომეახლნეს და დადგეს, და მახლობელნი ჩემნი შორს განდგეს ჩემგან.

13და მაიძულებდეს მე, რომელნი ეძიებდეს სულსა ჩემსა, და რომელნი ეძიებდეს ძჳრსა ჩემსა, იტყოდეს ამაოებასა და ზაკვასა მარადღე ზრახვიდეს.

14ხოლო მე ვითარცა ყრუსა, არა მესმოდა, და ვითარცა უტყუმან რა არა აღაღის პირი თჳსი;

15და ვიქმენ მე ვითარცა კაცი უსმი, რომლისა თანა არა არს პირსა მისსა სიტყუაჲ.

16არამედ მე შენ, უფალო, გესავ და შენ შეგესემინ ჩემი, უფალო ღმერთო ჩემო.

17რამეთუ ვთქუ: ნუ სადა უხაროდის ჩემ ზედა მტერთა ჩემთა და შეძრვასა ფერჴთა ჩემთასა ჩემ ზედა მდიდრად იტყოდეს.

18რამეთუ მე გუემად განმზადებულ ვარ და სალმობაჲ ჩემი ჩემ წინაშე არს მარადის.

19რამეთუ უსჯულოებაჲ ჩემი მე უთხრა და ვზრუნვიდე მე ცოდვისა ჩემისათჳს.

20აწ, ესერა, მტერნი ჩემნი ცხოველ არიან და განძლიერებულ ჩემსა უფროს; და განმრავლდეს, რომელთა მომიძულეს მე უსამართლოდ;

21და რომელთა მომაგეს მე ბოროტი კეთილისა წილ, მასმენდეს, რამეთუ ვსდევდ სიმართლესა.

22ნუ დამაგდებ მე, უფალო ღმერთო ჩემო, და ნუცა განმეშორები ჩემგან.

23მოიხილე შეწევნად ჩემდა, უფალო ღმერთო ცხორებისა ჩემისაო.


წინა თავი შემდეგი თავი