მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ფსალმუნნი
თავი 75

1დასასრულსა გალობათასა, ასაფისი, გალობაჲ ასურასტანელისა მიმართ

2განცხადებულ არს ჰურიასტანს ღმერთი და ისრაჱლსა ზედა დიდ არს სახელი მისი.

3იქმნა მშჳდობით ადგილი მისი და სამკჳდრებელი მისი სიონს;

4რამეთუ მუნ შემუსრნა ძალნი მშჳლდთანი, საჭურველი და მახჳლი და ბრძოლაჲ.

5განანათლებ შენ საკჳრველად მთათაგან საუკუნეთა.

6შეძრწუნდეს ყოველნი უგნურნი გულითა; დაიძინეს ძილი მათი, და არა პოვეს არარაჲ ყოველთა კაცთა სიმდიდრისა ჴელითა მათითა.

7მრისხანებითა შენითა, ღმერთო იაკობისო, ჰრულოდა მათ, რომელნი ზესხდეს ჰუნებსა.

8შენ საშინელ ხარ, და ვინ წინააღგიდგეს შენ? მიერითგან არს რისხვა შენი.

9რაჟამს ზეცით სასმენელ-ჰყავ მშჯავრი, ქუეყანასა შეეშინა და დაყუდნა,

10რაჟამს აღდგებოდა ღმერთი შჯად, განრინებად ყოველთა მშჳდთა ქუეყანისათა.

11რამეთუ ზრახვამან კაცისამან აღგიაროს შენ, და ნეშტი გულისზრახვისა დღესასწაულებდეს შენდა.

12ილოცეთ და მიეცით უფალსა ღმერთსა ჩუენსა, ყოველნი, რომელნი არიან გარემოს მისა, შეწირონ ძღუენი

13საშინელისა მის, რომელმან მიუხუნის სულნი მთავართანი, უსაშინელესისა უფროს მეფეთა ქუეყანისათა.


წინა თავი შემდეგი თავი