მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ფსალმუნნი
თავი 120

1აღვიხილენ თუალნი ჩემნი მთათა, ვინა მოვიდეს შეწევნა ჩემი?

2შეწევნა ჩემი უფლისა მიერ, რომელმან ქმნნა ცანი და ქუეყანაჲ.

3ნუ მისცემ შეძრვად ფერჴსა შენსა, არცა ჰრულეს მცველსა შენსა.

4აჰა, არა ჰრულეს, არცა დაიძინოს მცველმან ისრაჱლისამან.

5უფალმან გიცვას შენ, უფალი მფარველ შენდა ჴელსა ზედა მარჯუენესა შენსა.

6მზემან დღისი შენ არა შეგწუას, არცა მთოვარემან ღამე.

7უფალმან გიცვას შენ ყოვლისაგან ბოროტისა, დაიცვას სული შენი უფალმან.

8უფალმან იცევინ შესლვა შენი და გამოსლვა შენი ამიერითგან და უკუნისამდე.


წინა თავი შემდეგი თავი