მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ფსალმუნნი
თავი 108

1დასასრულსა, დავითის ფსალმუნი

2ღმერთო, ქებასა ჩემსა ნუ დაიდუმებ; რამეთუ პირი ცოდვილისა და პირი მზაკვარისა ჩემ ზედა აეღო, იტყოდეს ჩემთჳს ენითა ზაკულითა;

3და სიტყჳთა სიძულილისათა მომიცვეს მე, და მბრძოდეს მე ცუდად.

4სიყუარულისა ჩემისა წილ მასმენდეს მე, ხოლო მე ვილოცევდ.

5და მომაგეს მე ბოროტი კეთილისა წილ და სიძულილი - სიყუარულისა წილ ჩემისა.

6დაადგინე ცოდვილი მის ზედა, და ეშმაკი დადეგინ მარჯუენით მისა;

7საშჯელისა მისისაგან გამოვედინ დაშჯილი, და ლოცვა მისი ცოდვად შეერაცხენ მას.

8იქმნნედ დღენი მისნი მცირედ, და განსაგებელი მისი სხუამან მიიღენ.

9იყვნედ შვილნი მისნი ობოლ, და ცოლი მისი - ქურივ.

10შერყეულნი იცვალებიედ შვილნი მისნი და ითხოედ, განვარდედ იგინი ნატამალისაგან მათისა.

11აღიხილენ მოსესხემან ყოველივე, რაცა ედვას მას, და აღიჭრედ უცხოთა ნაშრომი მისი.

12ნუ ეპოებინ მას შემწე, ნუცა იყოფინ შემწყნარებელი ობოლთა მისთა;

13იყუნედ ნაშობნი მისნი მოსასრველად, და ნათესავსა შინა ერთსა აღიჴოცენ სახელი მისი.

14აიჴსენედ უსჯულოებაჲ მამათა მისთა წინაშე უფლისა, და ცოდვა დედისა მისისა ნუ აღიჴოცებინ.

15იყუნედ წინაშე უფლისა მარადის,

16და მოისპედ ქუეყანით საჴსენებელი მათი ამის წილ, რამეთუ არა მოიჴსენა მან ყოფა წყალობისა

17და დევნა მან კაცი დავრდომილი და გლახაკი და შეწუხებული გულითა მოკლვად.

18და შეიყუარა წყევა, და მივედინ მისა; და არა ინება კურთხევაჲ, და განეშორენ მისგან. და შეიმოსა წყევა, ვითარცა სამოსელი, და შთაჴდა, ვითარცა წყალი, ნაწლევთა მისთა და, ვითარცა ზეთი, ძუალთა მისთა;

19ეყავნ მას, ვითარცა სამოსელი, რომელ შთაიცუამს და, ვითარცა სარტყელი, რომელსა მარადის გარეშეირტყამს.

20ესე არს საქმე მათი უფლისა მიერ, რომელნი მასმენდეს მე და რომელნი იტყოდეს ძჳრსა სულისა ჩემისასა.

21და შენ, უფალო, უფალო, ყავ ჩემ თანა სახელისა შენისათჳს, რამეთუ ტკბილ არს წყალობაჲ შენი.

22მიჴსენ მე, რამეთუ გლახაკ და დავრდომილ ვარი მე, და გული ჩემი შეძრწუნდა ჩემ შორის.

23და ვითარცა აჩრდილი, მიდრეკასა მისსა მოვაკლდი, განვიყარე, ვითარცა მკალთა.

24მუჴლნი ჩემნი მოუძლურდეს მარხვისაგან, და ჴორცნი ჩემნი იცვალნეს ზეთისა მიერ.

25და ვიქმენი მე საყუედრელ მათდა, მიხილეს მე და შეხარნეს თავნი მათნი.

26შემეწიე მე, უფალო ღმერთო ჩემო, და მაცხოვნე მე წყალობითა შენითა.

27და ცნედ, რამეთუ ჴელი შენი ესე არს, და შენ, უფალო, ჰყავ ესე.

28იგინი სწყევდენ, და შენ აკურთხო; რომელნი აღდგომილ არიან ჩემ ზედა, ჰრცხუენოდის, ხოლო მონა შენი იხარებდეს.

29შთაიცუედ კდემაჲ, რომელნი მასმენდეს მე, და გარეშეიმოსედ, ვითარცა ორკეცი, სირცხჳლი მათი.

30აუარო უფალსა ფრიად პირითა ჩემითა და შორის მრავალთასა ვაქებდე მას,

31რამეთუ დაუდგა მარჯუენით გლახაკსა, რათა იჴსნას მდევართაგან სული ჩემი. დიდებაჲ


წინა თავი შემდეგი თავი