მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ფსალმუნნი
თავი 87

1დასასრულსა, მალეთისთჳს მიგებად, სიტყუაჲ გონიერებისა ეთამ ისრაიტელისა, გალობაჲ ფსალმუნი ძეთა კორესთა

2უფალო ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, დღისი ჴმა-ვყავ და ღამე წინაშე შენსა;

3შევედინ შენ წინაშე ლოცვა ჩემი, მოყავ ყური შენი ვედრებასა ჩემსა.

4რამეთუ აღივსო ძჳრთაგან სული ჩემი, და ცხორებაჲ ჯოჯოხეთსა მიეახლა.

5შევირაცხე მე მათ თანა, რომელნი შთავიდოდეს მღჳმესა; ვიქმენ მე, ვითარცა კაცი შეუწევნელი,

6მკუდართა თანა თავისუფალ და ვითარცა წყლულნი, დაძინებულნი სამარებსა, რომელთა არღა მოიჴსენე, და ესენი ჴელისა შენისაგან განეშორნეს.

7დამდვეს მე მღჳმესა ქუესკნელსა ბნელსა შინა და აჩრდილთა სიკუდილისათა.

8ჩემ ზედა განმტკიცნა გულისწყრომა შენი, და ყოველნი განსაცხრომელნი შენნი მოავლინენ ჩემ ზედა.

9განმაშორენ ჩემგან მეცნიერნი ჩემნი, და შემრაცხეს მე საძაგელად მათდა; მივეცი და არა გამოვიდოდე.

10და თუალნი ჩვმნი მოუძლურდეს გლახაკებითა; ღაღად-ვყავ შენდამი, უფალო, და მარადღე განვიპყრენ შენდამი ჴელნი ჩემნი.

11მკუდართათჳს ნუ ჰყოა საკჳრველი? ანუ მკურნალთა აღადგინონ და აღგიარონ შენ?

12მი-მე-ვინ-უთხრობდეს სამარესა შინა წყალობასა შენსა და ჭეშმარიტებასა შენსა წარსაწყმედელსა შინა?

13საცნაურ ნუ იქმნესა ბნელსა შინა საკჳრველებაჲ შენი და სიმართლე შენი ქუეყანასა მას დავიწყებულსა?

14და მე შენდამი, უფალო, ღაღად-ვყავ, და ცისკარსა ლოცვა ჩემი მიგეწიფოს შენ.

15რადმე, უფალო, განიშორებ სულსა ჩემსა და გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან?

16გლახაკ ვარი მე და შრომასა ჩემსა სიყრმით ჩემითგან, ხოლო ავმაღლდი რაჲ, დავმდაბლდი და შევსულბი.

17ჩემ ზედა გარდაჴდეს რისხვანი შენნი, და საშინელებათა შენთა შემაძრწუნეს მე.

18გარემომადგეს მე ვითარცა წყალნი, მარადღე შემიცვეს მე ერთბამად.

19განმაშორენ ჩემგან მეგობარი და მახლობელი და მეცნიერნი ჩემნი გლახაკობითა ჩემითა. დიდება


წინა თავი შემდეგი თავი