მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ფსალმუნნი
თავი 110

1აღგიარო შენ, უფალო, ყოვლითა გულითა ჩემითა ზრახვასა შინა წრფელთასა და შესაკრებელსა.

2დიდ არიან საქმენი ღმრთისანი, გამოსაძიებელ არიან ყოველსა შინა ნებანი მისნი;

3აღსარებულ და დიდად შუენიერ არიან საქმენი მისნი, და სიმართლე მისი ჰგიეს უკუნითი უკუნისამდე.

4საჴსენებელ-ყო საკჳრველებათა მისთა, მოწყალე და შემწყნარებელ უფალი.

5საზრდელი მოსცა მოშიშთა მისთა, მოიჴსენოს უკუნისამდე აღთქმისა თჳსისა.

6და ძალი საქმეთა თჳსთა უთხრა ერსა თჳსსა

7მიცემად მათდა სამკჳდრებელი წარმართთა. საქმენი ჴელთა მისთანი ჭეშმარიტებაჲ და განკითხვა; სარწმუნო არიან ყოველნივე მცნებანი მისნი,

8განმტკიცებულ არიან უკუნითი უკუნისამდე, შექმნულ არიან ჭეშმარიტებით და სიწრფოებით.

9ჴსნა მოუვლინა ერსა თჳსსა, ამცნო უკუნისამდე აღთქმა თჳსი; წმიდა არს და საშინელ სახელი მისი.

10დასაბამი სიბრძნისა შიში უფლისაჲ, ხოლო გულისჴმის-ყოფაჲ კეთილი ყოველთა, რომელთა ყონ იგი, და ქებაჲ მისი ეგოს უკუნითი უკუნისამდე.


წინა თავი შემდეგი თავი