მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ფსალმუნნი
თავი 131

1მოიჴსენე, უფალო, დავით და ყოველი სიმშჳდე მისი,

2ვითარ-იგი ეფუცა უფალსა და აღუთქუა ღმერთსა იაკობისსა:

3უკუეთუ შევიდე მე საყოფელსა სახლისა ჩემისასა, ანუ თუ აღვჴდე სარეცელსა ცხედრისა ჩემისასა,

4ანუ თუ ვსცე ძილი თუალთა ჩემთა და ჰრული წამთა ჩემთა და გასუენებაჲ ჴორცთა ჩემთა,

5ვიდრემდის ვპოო მე ადგილი უფლისაჲ და საყოფელი ღმრთისა იაკობისი.

6ესერა, გუესმა ესე ევფრათას, და ვპოეთ იგი ველსა მას მაღნართასა.

7შევიდეთ საყოფელთა მისთა, თაყუანის-ვსცეთ ადგილსა, სადა დადგეს ფერჴნი მისნი.

8აღდეგ, უფალო, განსასუენებელად შენდა, შენ და კიდობანი სიწმიდისა შენისა;

9მღდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლე, და წმიდანი შენნი იხარებდენ.

10დავითისთჳს, მონისა შენისა, ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა ცხებულისაგან შენისა.

11ეფუცა უფალი დავითს ჭეშმარიტებითა და არა შეურაცხ-ყოს იგი ნაყოფისაგან მუცლისა შენისა დავსუა საყდართა შენთა.

12და-თუ-იმარხონ შვილთა შენთა შჯული ჩემი და წამებანი ჩემნი ესე, რომელ ვასწავლნე მათ, და ნაშობნი მათნი დასხდენ უკუნისამდე საყდართა შენთა.

13რამეთუ გამოირჩია ღმერთმან სიონი და სათნო-იყო სამკჳდრებელად თჳსა:

14ესე არს განსასუენებელი ჩემი უკუნითი უკუნისამდე, ამას დავემკჳდრო, რამეთუ მთნავს ესე.

15ნადირნი მისნი კურთხევით ვაკურთხნე და გლახაკნი მისნი განვაძღნე პურითა.

16მღდელთა მისთა შევმოსო ცხორებაჲ, და წმიდანი მისნი სიხარულით იხარებდენ.

17მუნ აღმოუცენო რქაჲ დავითს და განუმზადო სანთელი ცხებულსა ჩემსა.

18მტერთა მისთა შევმოსო სირცხჳლი, ხოლო მის ზედა აღყვავნეს სიწმიდე ჩემი.


წინა თავი შემდეგი თავი