15 ნოემბერი

კვირა

ხსნილია


მოწამეთა: აკვინდინესი, პიგასისა, აფთონისა, ელპიდიფორესი, ანემპოდისტესი და მათ თანათა 7000-მდე (330); ღირსისა მარკიანე კვირინელისა (381-391); მოწამეთა ევდოქსისა, აღაპისა და სხვათა რვათა მოწამეთა: ატიკესი, მარინისა, ოკეანესი, ევსტრატისა, კარტერისა, ნიკოპოლიტიანესი, სტირაქსისა და ტობიასი (315)


სწავლება ღვთის ნების შესახებ, რომ ყველა ქრისტიანი წმიდა იყოს
წმიდა ნიკოლოზ სერბი

„რაკიღა აგვირჩია მის მიერ, უწინარეს ქვეყნის შექმნისა, რათა ვყოფილიყავით წმიდანი და უბიწონი მის წინაშე სიყვარულით“ (ეფ. 1:4)

ერთიანი ეკლესია გვასწავლის და გვიჩვენებს, რომ ჯერ იყო სამყაროს შექმნის გეგმა და შემდეგ შეიქმნა სამყარო. ეს გეგმა იყო ღვთის სიბრძნეში, ნებასა და ძალაში. ამ გეგმაში ჩვენც, ქრისტიანებიც, მოვიაზრებით, ...

გაგრძელება


ახალი პუბლიკაციები და წიგნები


ადამიანები იმისთვის არ არიან შექმნილი, რომ იცხოვრონ მხოლოდ აქ, დედამიწაზე, ცხოველთა მსგავსად, რომლებიც სიკვდილის შემდეგ ქრებიან, არამედ იმისათვის, რომ იცხოვრონ ღმერთთან და ღმერთში, და იცხოვრონ არა ასი ან ათასი წელი, არამედ - საუკონოდ , ღმერთთან ცხოვრება კი შეუძლიათ მხოლოდ ქრისტიანებს ანუ იმათ, ვისაც ჭეშმარიტად სწამს იესო ქრისტესი. ყოველი ადამიანი, ვინც არ უნდა იყოს იგი, ნატრობს და ეძებს კეთილდღეობასა და ბედნიერებას. საკუთარი თავისათვის სიკეთის სურვილი, კეთილდღეობის ან ნეტარების ძებნა არის ადამიანის თანდაყოლილი უნარი და არ წარმოადგენს ცოდვას ან მანკიერებას.